სქაი სპორტი:”რემზის შემდეგ იუვე ისკოზე გააქტიურდა”
ისკოს მადრიდულ კლუბში სიტუაცია ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დაძაბულად გამოიყურება:
ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით აარონ რემზის გაფორმების შემდეგ, ტურინელები ესპანელი ნახევარმცველის გასაფორმებლად მაქსიმუმს გააკეთებენ.
მართალია ალარკონმა შარშანდელ სეზონში ზიდანის გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.
სანატიაგო სოლარმა კოპა დელ რეის წინ კითხვაზე თუ რატომ არაა ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში საკმაოდ პირდაპირი პასუხი გასცა:
“ჩვენ ახლა დიდი მატჩი გველის და სწორედ ამიტომ არაა იგი ძირითად მოთამაშეთა რიგებში”..
მადრიდულმა გრანდმა შეხვედრა გამარჯვებით 3-0 დაასრულა და ისკოს სიტუაციაზე მატჩისშემდგომ კომენტარი რამოსმაც გააკეთა:
“მას ახლა მძიმე პერიოდი უდგას და აქ დასამალი არაფერია.. მას მოუწევს კონცენტრირების მოხდენა და ემოციებთან გამკლავება..
ბუნებრივია სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არავის მოწონს და ყველას უნდა თამაში, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.
იტალიური მედიის მტკიცებით პარატიჩი ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტზე იმყოფება და იგი უკვე ამზადებს ნიადაგს ზაფხულში დიდი ამბებისთვის.
ჩემი აზრით ისკო თუ მოვა ასე წარმომიდგენია ჩვენი წყობა
—————————-შესნი—————————
კანსელო———-ბონუჩი————კიელინი———სანდრო
—————–პიანიჩი———–მატუიდი—————–
———-დიბალა———-ისკო———-მანძუკიჩი———-
————————რონალდუ—————————
მეორე ანუ სათადარიგო შემადგენლობაც კი ასეთი გამოვა
—————————პერინი————————–
კვადრადო———ბენატია———რუგანი———დე შილიო
————ბენტანკური————ემრე ჩანი—————-
——–ბერნარდესკი——-ხედირა——–კოშტა————-
—————————კინი—————————-
თუ ამბობთ რომ ,,ალბათ,, მაშინ რატომ ხართ ასე დარწმუნებულები რომ დიბალას მაგივრად მოდის ? ისკო რატომ უნდქ გყავდეს სკამზე არ მესმის ან რატომ იფუჭებენ კარიერას უბრალოდ ძაან მადრიდისტაა და მაგიტომ . ისკო თუ გამოვიდა დახატავს
დიბალას ადგილას ფიქრობს ალბათ.მე არ მესმის ამ ტრასფერის.დიბალას თუ უშვებს მაშინ ერთი ფორვარდი აუცილებელია.ანუ მაშინ ფორვარდიც უნდა მოვიდეს.ერთი რასკლადით არის მარტო სწორი.პოგბა არ მოყავთ,ნახევარდაცვაში პირამიდა ან რომბი თავში ისკოთი და დიბალას ნაცვლად ერთი ტოპ ფორვარდი.ასე კოსტასაც ვკარგავთ.მოკლედ ალეგრი შენი გამომგონებელი დედა ვატირე მე,დაახვიე ერთი იუვედან