პარატიჩი ალეგრიზე, იკარდიზე და დიბალაზე
ფაბიო პარატიჩი მაურო იკარდის და მაქს ალეგრის თემებს ეხმაურება:
“ალეგრიზე ბევრი სისულელე წავიკითხე.. ჩვენთვის გასული 9 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.. თითოეულ ჩვენთაგანს დიდ შრომის ფასად დაუჯდა ამ წარმატების მიღწევა და ბუნებრივია აღებული კურსიდან გადახვევას არ ვგეგმავთ..
ალეგრი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ იგი ჩვენთან დიდხანს დარჩება. ჩემპიონთა ლიგაზე განვითარებული მოვლენები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს მის მომავალზე.
რაც შეეხება იკარდის.. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არსებობს.. გაჩნდა ცნობები, რომ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო მან ამჟამინდელი კლუბი დატოვოს.. ჩვენის მხრივ გვსურს შევთავაზოთ შესაძლებლობა, ტურინული ვარიანტის განხილვისა..
ჯერჯერობით საუბარი მოლაპარაკებების დაწყებაზე აბსურდულია. ვანდასთან უკვე დიდი ხანია რაც კონტაქტზე აღარ გავსულვართ. შესაბამისად ამ თემაზე მეტს ვეღარაფერს გეტყვით.
დიბალა ჩვენი მემკვიდრეობაა და ნედვედი 100%-ით მართალი იყო, როდესაც ეს განაცხადა. მან პროგრესირება უნდა განაგრძოს, რომ იუვენტუსის ბრენდს სრული მაშტაბით წარმოადგენდეს!
მიმდინარე სეზონში მან ყველა მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და საერთოდ ვერ ვხვდები, თუ რატომ მიდის საუბარი თითქოს არგენტინელს თავის გამოჩენის საშუალება არ იძლევა. სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია”.