გალეონე:”ალეგრიმ ატლეტიკოს დამარცხება არიგო საკის უნდა მიუძღვნას”
ჯოვანი გალეონე გახლავთ იტალიელი მწვრთნელი, რომელიც თავის დროზე ნაპოლის, პესკარას და უდინეზეს წვრთნიდა.. მან გააკრიტიკა ადამიანები, რომლებიც ბოლო ხანებში ალეგრის მიწასთან ასწორებენ:
“ჩვენ ძალიან კარგი სანახაობა გველის ნაპოლი-იუვენტუსის სახით.. ორივე გუნდს საოცარი შედეგი აქვს შინ ნათამაშები მატჩების თვალსაზრისით. არ უნდა დავივიწყოთ გატანილი გოლებიც, რომელიც პრინციპში იდენტურია.. დიახ, ყოველგვარი დავის გარეშე ერთმანეთს ჩვენი ლიგის ორი საუკეთესო კლუბი უპირისპირდება.
აი რაც შეეხება პრესის მხრიდან ალეგრიზე დიდ აგრესიას, ეს უკვე გადამატებულია.. მაქსი დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი სპეციალისტია და არ შეიძლება ადამიანი ამ დონეზე აკრიტიკო, მაშინ როდესაც მას 10 ტიტული აქვს მოპოვებული! უმეტესობისთვის ეს ციფრი არის ოცნება, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევს.
საკი – ნუ გავიწყდებათ ის ფაქტი, რომ საკი მაშინ ჩნდება ასპარეზე როდესაც იუვენტუსს პრობლემები აქვს და იწყებს რაღაც აბსტრაქციულ სამყაროზე საკუთარი შეხედულებების გაზიარებას. რეალობა იმაშია, რომ უშუალოდ მატჩი ალეგრის კარგად ჰქონდა დალაგებული, მაგრამ პრობელები შეექმნა ნახევარდაცვაში ორი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ..
ხედირა ამ იუვესთვის დიდი ძალაა, ხოლო პიანიჩი ჩემს შექებას არ საჭიროებს, ისედაც ყველას კარგად ესმის, რა ფუნქციას ასრულებს იგი გუნდში.. ბოსნიელი კი იყო მოედანზე, მაგრამ რა კონდიციებში მოუწია თამაში? სიცხიანმა! და თან როდის და ვისთან?
დარწმუნებული ვარ იუვეს აქვს ძალა, რომ გადალახოს ეს ბარიერი და მთავარია თავად ალეგრიმ ირწმუნოს ეს! თუ დაიჯერებს, მაშინ აუცილებლად გაივლიან..
მაქსი ინგლისში? შარშანდელ სეზონში ვამბობდი, რომ წავიდოდა.. მაგრამ ალეგრიმ დარჩენა გადაწყვიტა და ლიგის იუვესთან ერთად მოპოვება.. არადა მას იუნაიტედი, ჩელსი და რეალი ეპატიჟებოდნენ..
კრიშტიანო რონალდუს გაფორმება არ ნიშნავს, რომ იუვე ლიგას გაინაღდებდა.. ვერც იმაში ვხედავ ტრაგედიას თუ ისინი ლიგის თასს წელს ვერ დაეუფლებიან.. ალეგრისთვის ეს არ იქნება ჩაგდებული სეზონი, რადგან მან საოცარი სამუშაო გასწია, მაგრამ შესაძლოა მისი თავგდასავალი აქ მაინც დასრულდეს..
თუმცა, ისევ და ისევ ესპანელებთან წარმატების შემთხვევაში, ალეგრიმ ეს მოგება პერსონალურად საკის უნდა მიუძღვნას..”
ბიჭები წარმატებებს გისურვებთ, ლიგაზე მაგრად გგულემატლივრობთ
ეს ეხლა გავიდეს და თუ გინდა მიშას მიუძღვნას:D
უნდა შეძლოს
ყოველ სიტყვას ვეთანხმები ამ ადამიანის შესანიშნავად ჩამოაყალიბა ყველაფერი იმენნა საკის უნდა მიუძღვნას ალეგრიმ ეს გამარჯვება ტიპი მართლაც რომ იმ დროს ჩნდება როცა იუვე და კონკრეტულად ალეგრი წაიფორთხილებს მაშინ იწყებს ალეგრის კრიტიკას და გაკრავს კბილს ასევე იმასაც ას პროცენტიანს ბაზრობს ტიპმა რამდენი ტიტული მოიგო და მაინც აკრიტიკებენ ალეგრიმ იმაზე მეტი უნდა შეძლოს ვიდრე მას წარმოუდგენია მან უნდა გაიაროს ატლეტიკოს ბარიერი მაგრამ რომც მოხდეს ღმერთმა დაიფაროს რომ ვერ გაიარა ეს ეტაპი პირადად მე მაინც დიდ პატივს ვცემ მას ის დიდი ტრენერია ვისაც რაუნდა ის ისაუბროს ის შეძლებს ის მოახერხებს ამ ყველაფერს დიდი წნეხისქვეშაა მართლაც ის მაგრამ……………