ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი ნაპოლისთან მატჩზე

ჯორჯო კიელინი მოახლოებულ სუპერ იტალიურ დაპირისპირებაზე:

ნაპოლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ჩვენ სან პაოლოზე მათი დამარცხება შევძელით, ეს ალბათ უკანასკნელი ნაბიჯი იქნება წლევანდელი სკუდოსკენ..

დარწმუნებული ვარ თავადაც კარგად აცნობიერებენ, რომ ახლა გარკვეული შანსი კიდევ გააჩნიათ, მაგრამ თუ ამასაც ვერ გამოიყენებენ მაშინ სხვა მიზნებისთვის ბრძოლაში გადაერთვებიან.

ჰამშიკი უდაოდ დიდი ფეხბურთელია და მისი ერთგულება ნაპოლის მიმართ უდაოდ იმსახურებს შექებას.. არ მეგონა თუ კარიერას აზიაში გააგრძელებდა, მაგრამ სლოვაკის გადაწყვეტილებას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.

ინსინიესთან მუდმივი პაექრობის მიუხედავად ჩვენი კარგი მეგობრები ვართ. ბოლო წლებში მან საკმაო გამოცდილება დააგროვა და უფრო მეტად გუნდური მოთამაშე გახდა. იტალიის ნაკრების მომავალი გარკვეულწილად მასსზეც არის დამოკიდებული.

ანჩელოტი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილი სპეციალისტია. მის ხელში ნეაპოლურმა გუნდმა ბევრი ასპექტი დახვეწა.. მან იცის როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას ბოლომდე ეცდება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
4 years ago

ვერატის გარდა არცერთი იტალიელი არ ფლობს ამ კომპონენტებს გეთანხმები

რ ე ა ლ ი ს ტ ი

იტალიაში ახალგაზრდებთან უეჭველი სამუშაოა პასის კულტურაში, ბურთის ფლობასა და მოედნის ხედვაში, პირლოს მერე არცერთი ფეხბურთელი არ დამდგარა ეგეთი, მხოლოდ ტაქტიკა ამ კომპონენტების გარეშე ქალია მკერდის გარეშე

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x