ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის ინტერვიუ სქაი სპორტთან

პრეს-კონფერენციის შემდეგ ალეგრი სქაი სპორტის ჟურნალისტსაც გაესაუბრა:

რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ანიელის შევხვდი? ყველაფერი!

ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ, რომლებიც გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ. ფაქტია, ჩვენი 5 წლიანი მუშაობის შემდეგ მართლაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიეთ!

16 ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს უახლოეს მდევართან სერია ა-ში, ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგისთვის და უკვე მოვიპოვეთ სუპერ თასი.. ასე რომ საუბარი სეზონის ჩაგდებაზე არის სისულელე და მეტი არაფერი!

ვახშამზე მხოლოდ მე და პრეზიდენტი ვიმყოფებოდით.. მერწმუნეთ მანამც საკმაოდ კარგად მიირთვა და საერთო ჯამში ეს იყო მშვენიერი შეხვედრა! ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტრაქტს სეზონის დასრულების შემდეგ გავახანგრძლივებ.

რონალდუს რეაქციაზე პრეს-კონფერენციის დროსაც ვთქვი.. ის იმიტომ იყო გაცხარებული, რომ მეორე ტაიმი გუნდმა არცთუ მაღალ დონეზე ჩაატარა და რაღაც ეტაპზე დაცვაში ღრმადაც ჩაჯდა. მერწმუნეთ შესნისა და კიელინის შორის გაუგებრობა, რომ ყოფილიყო ამ შედეგს ვერ მივაღწევდით.

იუვენტუსმა ამ რთულ დაპირისპირებებში იმას მიაღწია რაც ევალებოდა – გამარჯვებას! ატლეტიკო? უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ესპანელებთან მოედანზე ერთ კვირაში რომ გამოვსულიყავით, აუცილებლად დავმარცხდებოდით.. ახლა კი შანსები გაცილებით მეტი გვაქვს..

დიახ, მადრიდელები ბევრი ნაგავი დაგვიტოვეს, მაგრამ მერწმუნეთ მათ მოსაშორებლად საკმარისი ძალა გვაქვს. ჩემი გუნდი ამ მატჩს მომზადებული შეხვდება და იუვენტუსი უდაოდ კარგ მატჩს ჩაატარებს.

სხვა მწვრთნელების მიმართ საუბარი ჩემთვის საინტერესო არაა.. ახლა კონცენტრირებული შედეგზე ვარ და ფაქტი არის იმაში, რომ სერია ა-ში 16 ქულიანი ჰანდიკაპით ვლიდერობთ.. საერთოდაც, თუ ჩვენ შევძლებთ სკუდეტოს მოპოვებას, მაშინ უნდა მოვახერხოთ ეს მეცხრედ და მეათედაც..

სასტარტო? რაც უკვე ვთქვი დავამატებ იმას, რომ კინი 99%-ით მგონია რომ ითამაშებს.. ბონუჩი, კიელინი და რონალდუ კი შეხვედრას თვალყურს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებენ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x