ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს:

მოახლოებულ მატჩში გულშემატკივარი სათადარიგოთა სკამზე ხშირად მყოფთაგან არაერთს იხილავს.. საქმე იმაშია, რომ სულ რამდენიმე დღეში ტურინელებს მძიმე დაპირისპირება ელით ატლეტიკოსთან და ბუნებრივია ალეგრი უდინეზესთან რამდენიმე მოთამაშეს ამოსუნთქვის საშუალებას მიცემს.

დავიწყოთ კარის დარაჯით.. აი ეს პოზიცია როგორც ჩანს ხელშეუხებელი იქნება, რადგან პრესკოზე შეშლილმა განაცხადა, რომ კარში შესნი იდგება.

აი რაც შეეხება დაცვის ხაზს.. იგი შესაძლოა საერთოდ გადახალისებული გამოვიდეს როგორც ფლანგებზე, ასევე ცენტრალურ ზონაში..

ალეგრიმ განაცხადა, რომ ბარძალი იდეალურ კონდიციებშია და მეორე ახალგაზრდობას განიცდის.. შესაბამისად მისი ასპარეზობა ამ შეხვედრაში ძალზედ რეალურია.. მარჯვენა ფლანგზე მარტინ კასერეს უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხნივ ლეონარდო სპიანცოლას.. ცენტრში კი ზემოთხსენებულ ანდრეას ახალგაზრდა დანიელე რუგანი შეუწყვილდება.

ნახევარდაცვაში დასვენების საშუალება ყველაზე მეტად მატუიდის მოუხდება და სხვებისგან განსხვავებით, მას ალბათ სასტარტოში ყველაზე ნაკლებად უნდა ველოდოთ..

ტუტოსპორტის მოსაზრებით ძირითადში ემრე ჯანთან და ბენტაკურთან ერთად შესაძლოა პრიმავერადან კასტანოსი ვიხილოთ.

წინა ხაზში საინტერესო ვარიანტებია.. ალეგრიმ განაცხადა, რომ 99%-ით ძირითადში მოიზეს კინი იქნება.. მას კი ფედერიკო ბერნარდესკი და ალექს სანდრო შეუწყვილდებიან.. დიახ, ალექს სანდრო რომელსაც უკვე აქვს მარცხენა შემტევად ასპარეზობის გამოცდილება. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს მოსაზრება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
4 years ago

მანჩესტერის მერე ყველაფრის მჯერა :chuvak: სიტი ფაირფლეის დარღვევის გამო შეიძლება ლიგიდან მოკვეთონ და თუ კატლეტები შევჭამეთ ტურნირს კვლავ ფავორიტების სტატუსით შევუერთდებით :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x