ალეგრი ჯენოასთან მატჩზე
მაქს ალეგრი გუნდის მარცხთან დაკავშირებით:
“გარკვეულწილად ეს მატჩი ატალანტასთან ჩაგდებულ შეხვედრას დაემსგავსა.. გოლები გაუგონარი სიტუაციებიდან გაგვიტანეს.. მართალია პირველ ნახევარში ბევრს ვრისკავდით, მაგრამ მეორე ტაიმში როგორც კი მოვიპოვეთ კონტროლი, მომენტალურად გავუშვით ბურთი..
თავიდანვე ვამბობდი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია ყველა შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება და ამიტომ ზედმეტი ტრაგედიის შექმნა აქედან დაუშვებელია..
ვფიქრობ, კარგიც კი არის რომ სანაკრებო პაუზის წინ ეს ცივი შხაპი მივიღეთ.. ბიჭები გამოფხიზლდებიან და მიხვდებიან, რომ სკუდეტო ჯერ განაღდებული არ გვაქვს.. ახლა იმედი ვიქონიოთ, რომ ნაპოლი ქულებს დაკარგავს.
ბუნებრივია ატლეტიკოსთან გამართული ინტენსიური შეხვედრის შემდეგ, რთულია მომენტალურად აღიდგინო ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდიციები.. ემოციური თვალსაზრისით ეს მცირეხნიანი პაუზა ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ 28 გამართული დაპირისპირებიდან, ჩვენ 24-ში გავიმარჯვეთ და სამი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ.. არამგონია ეს ცუდი შედეგი იყოს..
ვინ თუ არა სტურარო. მან ეს დაიმსახურა, რადგან ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა.. იგი არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ვუსურვებ ყოველივეს საუკეთესოს!”