ბარეზიმ იუვე შეაქო..
მილანის და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფიგურამ ფრანკო ბარეზიმ იუვენტუსი აარონ რემზის ტრანსფერისთვის შეაქო:
“ტურინელებმა დიდებული სამუშაო გაწიეს და უდაოდ მაღალკვალიფიციური ნახევარმცველი დაიმატეს.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აარონი იდეალურად გაივლის ადაპტაციას იტალიურ ჩემპიონატში და გუნდისთვის სარგებლის მოტანას მალევე დაიწყებს.
ფაქტია, ბიანკონერი უკვე წლებია სერია ა-ში უკონკურენტოები არიან და ამიტომაც არის საინტერესო თუ რას მოიმოქმედებენ დანარჩენი გუნდები არსებული რეალობის შეცვლისთვის..
საუბარი ეხება რომას, ნაპოლის, მილანს, ინტერს და ლაციოს.. კლუბებს რომლებიც პროგრესირებენ, იზრდებიან და ეტაპობრივად ამბიციებიც ეზრდებათ..”
იმედია ევროპაში(ც) ასევე წარმატებულები ვიქნებით ფრანკო