კინის მამა გუშინდელ ინციდენტზე..
მოიზ მოიზ კინის მამა გუშინდელ ინციდენტს ეხმაურება:
“ფეხბურთი არის ბედნიერება, სიხარული და პოზიტივი.. ის რაც გუშინ მოხდა, არის სამწუხარო ფაქტი თუმცა ფეხბურთს ეს ყველაფერი ვერაფერს ავნებს..
ჩემი შვილი სიმშვიდეს ინარჩუნებს და არ ღელავს რამდენიმე ადამიანის უაზრო შეძახილებზე.. როდესაც მოიზი გოლს იტანს, იგი ბედნიერებისგან მუდამ ცეკვავს და ამაში სიახლე არაფერი ყოფილა.
მოიზის სახლი არის იუვენტუსი, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ ძალზედ მესიმპატიურება ნაპოლის სათამაშო სტილი, კარგი იქნებოდა თუ არენდით იქ გადაბარგდებოდა, მაგრამ შემდგომ აუცილებლად ტურინში დაბრუნდებოდა.
ჩემი სიტყვები, რომ შიგნით შავი ვარ და გარეთ თეთრი? ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა, რადგან ასე მსურდა დამეფიქსირებინა რომ სულით-ხორცამდე იუვენტინო ვარ.”