იგუაინი: არ ვიცი რა მოხდება
არგენტინელს ლონდონში დარჩენა სურს
ჩელსის ვარსკვლავმა, გონსალო იგუაინმა, Sky Sport UK-თან საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
“რა იქნება მომავალში არ ვიცი, ეს კლუბზეა დამოკიდებული. აქ დასარჩენად მოვედი. ჩელსი დიდი კლუბია და ლონდონი შესანიშნავი ქალაქი. აქ ცხოვრება კარგია. ჩელსიში დარჩენა მსურს.”
შეგახსენებთ, იგუაინი არისტოკრატებს იანვარში ტურინის იუვენტუსიდან არენდის წესით შეუერთდა. ჩელსის არგენტინელის კონტრაქტის გამოსყიდვა 36 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ასევე 18 მილიონის ფარგლებში გონსალო კიდევ 1 სეზონს გაატარებს ნისლიან ალბიონზე.
იგუაინზე იუვეს ფანმა ცუდი როგორ უნდა თქვას, ტიპი 10 წელი ღიპუცა იყო და 1 სეზონში წერწეტა ტანი დაიყენა
და სულს და გულს დებდა მოედანზე. მე პირადად დიდ მადლობას ვეტყვი პიპიტას და წარმატებებს ვუსურვებ, არ იმსახურებდა ასეთ მოქცევას, მაგრამ რონალდოსთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, თუნდაც ამ ასაკში
გაასხას აქედან