ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“ჩვენ არ ვაპირებთ თავის მართლებას.. ანგარიშს არაფერი ეშველება და ეს ყოველი ჩვენთგანისთვის მტკივნეული იყო.. თუმცა, მიუხედავად ამისა ხვალ აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ სკუდეტო, რომელიც ექსტრა არაორდინალური სეზონის და დიდი შრომის შედეგია. ჩვენ ეს ნამდვილად დავიმსახურეთ.

არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში შემთხვევით არავინ ხვდება და აიაქსი ამის ბრწყინვალე დადასტურებაა. ცხოვრება გრძელდება და ჩვენ საკუთარი მიზნის რეალიზებას მომდევნო სეზონში შევეცდებით.

ჩემპიონატის ფინიშზე ფიორენტინას შემდეგ ხუთი მატჩი გვრჩება, რომელიც სათანადო დონეზე უნდა ჩავატაროთ.. შედეგები უნდა იყოს კარგი, რადგან იუვენტუსს არა აქვს უფლება სისულელეები ჩაიდინოს.. ეს პრინციპის ამბავია.

თუმცა, გასათვალისწინებელია ტრავმებული ფეხბურთელთა რიცხვი, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრია.. მატია პერინიმ რომში ოპერაცია გაიკეთა.. იგივე ელის სამი ხედირას.. პაულო დიბალა გუნდს 20 ხოლო დუგლას კოშტა 10 დღეში დაუბრუნდებიან თუ ყველაფერი კარგად წარიმართა.. მარიო მანჯუკიჩის დაბრუნება სეზონის დასრულებამდე რთული იქნება..

მარტინ კასერესი ასევე 10 დღეში დაგვიბრუნდება.. ანდრეა ბარძალი თავს უკეთ გრძნობს. ჯორჯო კიელინი ვფიქრობ ინტერისთვის მზად იქნება..

ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით, ჩემზე რაც მოგესურვებათ ის დაწერეთ.. რეალობა იყო ის, რომ არასასურველ კონდიციებში შევხვდით დაპირისპირებას და სამართლიანად დავმარცხდით.. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ვუსმენდი მათ ვინც მაკრიტიკებდა და ყველაფერს ვინიშნავდი..

ყოველთვის აუცილებელია მოუსმინო მას ვინც ფეხბურთში კარგად არის ჩახედული.. ასეთი ადამიანი ბევრია და მე მივიღე მათი კრიტიკა.. შეიძლება, შემდგ სეზონში როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დავბრუნდებით, გავითვალისწინებ მათ რჩევებს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

კრიშტიანო რონალდუს გაფორმება, რომ არ ნიშნავდა უპირობო გამარჯვებას ტურნირზე, ამას თავიდანვე ვაცხადებდი.. ჩემპიონთა ლიგა არ არის ლოგიკური ქიმია, სადაც ყველაფერი ისე განვითარდება როგორც გეგმავ..

რონალდუს ფრაზა, რომ ის არ არის სასწაულმოქმედი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ძალზედ რთული ტურნირია.. მესი და მისი ბარსელონა 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებიან 1/2 ფინალში.. ეს ყველაფერზე კარგად მეტყველებს.

საქმე ცუდ და კარგ ფეხბურთს არ ეხება.. სიმართლე გითხრათ იუვენტუსმა ამსტერდამზე უკეთესი მატჩი ჩაატარა, ხოლო თავად აიაქსმა ტურინზე მეტად სწორედ საკუთარ არენაზე იასპარეზა უკეთ..

თუმცა, ბოლო მატჩში ბურთის 4-ჯერ უაზრო დაკარგვამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა.. მეტოქეს მივეცით კომფორტული გარემოს შექმნის საშუალება, რითაც მაქსიმალურად ისარგებლა.

ამ შეხვედრას ორჯერ ვუყურე.. ჩვენ ვალდებულები ვართ სეზონის ამ პერიოდზე ყველაფერი კარგად ავწონ დავწონოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, რომელიც მომავალში პროგრესირებაში დაგვეხმარება.

რას შევცვლიდი? ვერაფერს იმიტომ ეს აუცილებელი იყო.. გავიხსენოთ თუნდაც ბერგამოსთან დაპირისპირება, როდესაც ტრავმირებული ბონუჩის გარეშე ჩავედით.. ბარძალიც არ გვყავდა და მატჩის დაწყებიდან 10 წუთში ტრავმა ჯორჯო კიელინიმაც მიიღო.

მედჰი ბენატია? მას იუვედან წასვლა დეკემბერშივე სურდა და მოედანზე გამოსვლისგან იანვრამდე თავს იკავებდა.. ბერლინის ფინალი თუ გახსოვთ? კიელინის გარეშე და ბარძალით, რომელიც დიდი ტკივილის ქვეშ ირჯებოდა ამ დაპირისპირებისას.

ბიჭებზე აუგს ვერ ვიტყვი.. ძლიერ დამწუხრებულები ვართ ჩემპიონთა ლიგის გამო.. დიახ, ის ჩვენ ყველას ძალიან გვსურდა, მაგრამ ამასთანავე ძალზედ ახლოს ვართ ისტორიულ ტიტულთან! თუ მოვიგეთ ეს საღამო ნამდვილ დღესასწაულად უნდა ვაქციოთ.. ხალხს სტადიონზე პოზიტივი უნდა მოჰქონდეს, რომელიც მომავალ წარმატებაში აუცილებლად დაგვეხმარება.

კრიშტიანოს მიერ გაწეული წლევანდელი შრომით უდაოდ კმაყოფილი ვარ.. მან ბევრი რამ შეგვძინა და მომავალ სეზონშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.. იმედგაცრუებულია? როგორც უკვე გითხარით ჩვენ ყველანი ასე ვართ.. გვწამდა, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ ფეხბურთი ამიტომაც არის საინტერესო რომ იგი არაპროგნოზირებადია..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

კიელინი და მანჯუკიჩი არის გუნდის მთავარი ძალა ამჟამად – ლიდერი, მებრძოლი, მოტივატორი არიან ორივე და ვერცერთმა ვერ ითამაშა გადამწყვეტ დროს.

sergo kurtanidze
4 years ago

სეზონი დავიწყეთ ძალიან მაგრად, თამაშით ხარისხით თითქოს საუკეტესო შემადგენლობა იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვალენსია რომელიც ევროპის ლიგაზე ნახევარ ფინალშია 10 კაცით მოვუგეთ.
საერთოდ ალეგრის იუვე გაზაფხულზე შედიოდა ხოლმე ფორმაში წელს კი პირიქით მოხდა, მარტო საჯარომოში ჩაწოდებების ხარჯზე ძნელია ლიგის მოგება

lasha naxucrishvili
4 years ago

ტრიდე
რავი რაღაც ძააან უმუღამოდ ათამაშებს გუნდს და თამაშის წინ მომზადებას ვგულისხმობ.მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რო დრო მოჭამა :)

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ლიგის პირველ თამაშში ან არ იცის გუნდის მოხოდვა ან სპეციალურად ატრაკებს რომ მერე ხალხი აალაპარაკოს ნახე მაქსა რა ქამბექი დადოო.

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

კიელინი კოშტა კუადრადო
აი ეს სამი კაცი დაგვაკლდა ძალიან,ეთამაშათ ამ ბიჭებს და ჩემ დელაურენტისს მოგვჭამდა აიაქსი

რ ე ა ლ ი ს ტ ი

რონალდოზე უკეთ არავინ იცის გუნდში როგორ მოიგოს ლიგა, ამიტომ რონი უნდა დაელაპარაკოს ანიელის და აუხსნას ან თვითონ დარჩება და ან ალეგრი, სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს 5 წელია ერთი და იგივე მეორდება, ტქვენ რა გონიათ მხოლოდ ნახევარდაცვაა პრობლემა? როცა დაჭირდათ არ დაუმალეს ბურთი ატლეტიკოს და შარშან ტოტენჰემს? შეუძლიათ შეუძლიათ კარგად არა მაგრამ ერთი ტაიმი მაინც რომ მეტოქე უბურთოდ დატოვონ მაგრამ იჯ…ენ

lasha naxucrishvili
4 years ago

აი რა ჩემი ფეხები მოიგო გუნდმა ამ დასვენებებით ვითომ დასვენებებით.ნუ ზაფხულში ხო თითქმის ამხანაგურებს არ ვთამაშობთ ღრმად ხო არ აქვთ ამათ.ბარსელონა ბაიერნი და სხვები კიდე სულ ამხანაგურებს უბერავენ ზამთარშიც კი. მაინც რაღაც სასწაულ ტრავმებს ღებულობენ ვგიჟდები ხოლმე რა.დიბალას კიდე ხელი არ დაედოს! ამას კიდე აქ ყოფნის მუღამი დაეკარგა გაააჯ…ს! არაა ცუდი მწვრთნელი თავს იდებილებს.

ტრიდე
ტრიდე
4 years ago

რატო ძმაო რაში აწყობს თორე გეთანხმები

ტრიდე
ტრიდე
4 years ago

ოოო ალეგრი ალეგრი

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ე ბიჯო გეყოს კაცობა და თქვი რო დაგახია აიაქსმა ბურთი შინ თუ გარეთ…და რომ ანტიფეხბურთს გვაყურებინებ რაც მოხვედი,იგებ გაფარჩაკებულ ჩემპიონატს ძირითადად ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და რომ გუნდს არ აქვს მონახაზი რა უნდა აკეთონ

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ამის სურათს ნუგარ დებთ რა მაჭიზიანებს უკვე ეს ტიპი

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

ეს ტრავმები შენს გარდა არაცისი ბრალი არ არის და ნუ წუწუნებ რა.

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x