ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი გასულ დღეებზე

მაქს ალეგრი უკანასკნელ დღეებზე საუბრობს:

“აიაქსთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტს შევხვდი და ჩვენ საერთო ხედვა გვქონდა, თუ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა..

თუმცა, უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე აშკარა გახდა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავმშვიდობებოდით და სხვადასხვა გზებით წავსულიყავით.

კონტრაქტი და მსგავსი საკითხები არასოდეს განგვიხილავს, მაგრამ საქმე რომ იდენტურად გაგრძელებულიყო უკვე სექტემბერ-ოქტომბერშივე დაგვეწყებოდა პრობლემები.

ხუთშაბათს შეხვედრიდან  გამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ ტურინში აღარ ვიმუშავებდი..

პარასკევს უბრალოდ ეს ყოველივე ოფიციალურად მითხრეს, თუმცა თავად როგორც გითხარით წინა საღამოსვე ვიცოდი.

არ ვაპირებ პაუზის აღებას.. ორი-სამი კვირით შეიძლება, რომ დავისვენო ხოლო შემდგომ დავბრუნდები თუ ისეთი პროექტი გამოჩნდა, რომელიც დამარწმუნებს საკუთარ სიძლიერეში.

ჩემი სამუშაო პროცესი მხიარული და პოზიტიურია.. ვცდილობ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი ამოვიღო და თუ საჭიროა ისინი სხვადასხვა პოზიციაზეც გადავიყვანო.. ასეთი კუთხით პროცესის წარმართვა უფრო საინტერესოა..

დარწმუნებული ვარ კლუბი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.. აიაქსთან შეხვედრას მძიმე პირორებში შევხვდით, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა ძალზედ ბევრი იყო.

სიმართლე გითხრათ ატლეტიკოსთან შეხვედრის შედეგს ვინმე თუ გაიმეორებოდა არ მეგონა.. გამონაკლისი ლივერპულის მოქმედებაა ბარსელონას წინააღმდეგ.

მაშინ როდესაც გუნდში კუნთთან დაკავშირებული პრობლემები გროვდება, მაშინ შენ პრიორიტეტულ მიზანზე იწყებ ზრუნვას.. ჩვენთვის ასეთი იყო სკუდეტო.

ხალხი განაგრძობდა ატლეტიკოზე კითხვების დასმას, თავად კი ბოლონიაზე ვფიქრობდი. მაშინ როდესაც შენს განკარგულებაში ასეთი შემადგენლობაა, აუცილებლად მოგიწევს არჩევანის გაკეთება.

როგორც მახსოვს 37 განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა 38 დაპირისპირებაში.. ეს კი დამეთანხმებით საინტერესო ციფრებია.

ხალხი ამბობს რომ მიზნის მიღწევა ადვილია.. ეს ასე არ არის, მითუმეტეს მაშინ როდესაც შენ მოთამაშეებს ზედიზედ მერვე სკუდეტოს მოპოვება აქვთ მთავარ პრიორიტეტად დასახული..

უბრალოდ მოთამაშეებმა მაქსიმუმი გაიღეს, რომ ეს ყოველივე იოლად გამოჩენილიყო ვიდრე რეალურად არის.

მერწმუნეთ ამ გუნდს.. ამ შემადგენლობით ნამდვილად შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა, რადგან ისინი იზრდებიან როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ასპარეზობა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

))) კუნთი კი არა აბსოლიტურად ყველა სწრაფი გუნდის წინაამღდეგ უჭირს თამაში ალეგრის )) ამ ატალანტას ვერაფერი მოუხერხა.. ხოდა ეხლა მილანის ფანები რო წერდნენ აქ გენიოსიაო კი დაგტოვათ თქვენმა გენიოსმა წელს ევროპალიგაზე :mrgreen: მაგას ვერ დავიჯერებ რო ამ თამაშის მოგება არ უნდოდა იუვეს და ვინმეს რამე განზრახ მისცა .. უბრალოდ ისეთი სტილი აქვს ამ ალეგრის რო გუნდი აზრზეე აღარაა როგორ ეთამაშოს სწრაფ მეტოქეს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

თავიდან ვბრაზდებოდი მილანელთა კომენტარებზე ეხლა ვღადაობ რადგან ბარსა რეალის ფანობას გაუსწრეს მარგალიტებით, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. გუშინდელ თამაშზე ვინც იტყვის რომ იუვენ არ ითამაშა საერთოდ უნდა აუკრძალო ფეხბურთის ყურება, ატალანტასთან სულ გვიჭირს რადგან სწრაფ ფეხბურთს გვეთამაშება, მიტომ დავმარცხდით აიაქსთან და ატლეტიკოსთან 1 თამაშში, ალეგრის გუნდები სწრაფ ტექნიკურ ფეხბურთს ვერ უპირისპირდება, მაგიტომაც ვერ მოვუგეთ სამიდან ვერცერთი ატალანტას

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

მერე ვინ გიშლიდა ხელს ამ სემადგენლობით მიგეღწია წარმატებას. ვისი მოვალეობაა ფეხბურთელებში დაძაბულობოს ჩაკვლა? რას დაამსგავსე გუნდი გაცილების პონტშიც კი აღარ შეუძლიათ შოუს დადგმა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x