პიანიჩი:”ყველაზე დიდი გადაწყვეტილება? 17 წლის ასაკში მივიღე..”
მირალემ პიანიჩი გუშინ იუვენტუსის საპრესკონფერენციოში ჟურნალისტებს გაესაუბრა:
“ჩემი სპორტული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, მაშინ როდესაც სულ რაღაც 18 წლის ვიყავი..
საფრანგეთში ყოფნისას დამირეკეს და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა შემომთავაზეს.. ბუნებრივია უშუალოდ კარიერული კუთხით თანხმობა იქნებოდა აბსოლუტურად გამართლებული.
მაგრამ ბურთის გაგორებისთანავე ბოსნიის ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობდი და 17 წლის ასაკში წინადადების მიღებისთანავე დაუფიქრებლად დავთანხმდი!
მაქს ალეგრი გამორჩეული პიროვნება და განსაკუთრებული სპეციალისტი.. მერწმუნეთ ჯგუფის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთული დავალებაა და მან ამ ყველაფერს თავი იდეალურად გაართვა.
ტოსკანელის სამუშაო პროცესი ყოველთვის საინტერესო და პოზიტიური იყო.. ფეხბურთელებს მწვრთნელთან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა.
კრიშტიანო რონალდუ დაჯილდოებულია არამარტო გამარჯვებული მენტალიტეტით, არამედ ლიდერული თვისებებით.. როგორც არ უნდა ვითარდებოდეს მატჩი, მის გონებაში მხოლოდ წინ წასვლა და გოლის გატანა ტრიალებს”.
ბევრს ტლიკინებს ეს პესეჟეზე, დაავიწყდა მგონი, რომ იუვეს ფეხბურთელია
როგორც არ უნდა ვითარდებოდეს მატჩი, მის გონებაში მხოლოდ წინ წასვლა და გოლის გატანა ტრიალებს”.
აი აქ სთააფ მირალემ ნუ გვაბოლებ