Gazzetta:”პარატიჩის ლონდონური ვოიაჟი წარმატებული გამოდგა”
Gazzetta დილას კონკრეტული სიახლეებით იწყებს:
გუშინ, ლონდონში ფაბიო პარატიჩის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამოუვიდა..
თავდაპირველად ის მაურისიო პოჩეტინოს ძმას შეხვდა და მისგან თანხმობა მიიღო კარიერის ტურინში გაგრძელებაზე..
თუმცა, არგენტინელის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს 30 მილიონი რომლის გადახდაც იუვეს მოუწევს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდლად.
შემდგომ ბიანკონერის სპორტული დირექტორი მაურისიო სარის შეხვდა და იტალიელი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ შესაძლებლობას.
ანდრეა ანიელის არ სურს კლუბებთან ურთიერთობის გაფუჭება და შესაბამისად ჯერჯერობით აჩქარებას არ გეგმავს..
ამიტომაც ელოდებიან ტურინელები დიდი ევროპული სათასო გათამაშებების დასრულებას და უკვე ამის შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ჩემის აზრით პოჩეტინოს შემთხვევაში 30 მილიონის გადახდა ცოტა ძნელია ანუ დიდი თანხაა მერე მისი ხელფასი და ძაან გაიბერება ბიუჯეტი(მე დიდად არ ვჯავრობ იუვეს ბიუჯეტს მაგრამ ამხელა თანხის გადამხდელები არ არიან შეფობა)მათი პოლიტიკა ცოტა სხვანაირია აი სარის შემთხვევა 5 მილიონის გადახდა სავსებით რეალური მგონია თუ სარი დათანხმდა ამას იმიტომ ვამბობ დათანხმდას რომ გუშინ გააკეთა განცხადება ბედნიერი ვარო ჩელსიში და პრემიერლიგაში მაგრამ პარატიჩმა თუ დაიყოლია კარგ პროექტზე მაშინ სარის მოსვლას ნაღდად მივესალმები იმის ფონზე როცა მიდის საუბრები კონტეებზე ინძაგებზე დეშამებზე და მაურინიოებზე სარი საკაიფო ფუტბოლს ითამაშებს იუვეში რატომღაც მაგრად მჯერა ამის
პოჩეტინო თუ მართლა თანახმაა, კომპენსაციის გადახდაზე არ უნდა დაზადნონ! ეხლაც იაფად გამოძრომა თუ უნდათ, აგერ არის მართლა ინძაგი)) როცა ამბიციები გაქვს, უნდა გადაიხადო რაა. სარიზე ბევრად მაგარი ვარიანტია პოჩეტინო იუვესთვის!