Corsport :”იუვე კანსელუს ალტერნატივაზე მუშაობს”
Corsport-მა გაავრცელა ცნობები ჟოაო კანსელუს შესაძლო გაყიდვაზე და იმავე წყარო გვთავაზობს პორტუგალიელის ალტერნატივას:
ტურინელები ტოტენჰემის მარჯვენა მცველით კირან ტრიპიეთი ინტერსდებიან, რომლის კონტრაქტი ინგლისელებთან 2020 წელს იწურება.
თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, ფეხბურთელი არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას და ინგლისის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
იუვენტუსის მესვეურებმა მარჯვენა მცველის აგენტთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართეს..
კულუარული ცნობებით ტურინს აღნიშნული გარიგება მინიმუმ 30 მილიონი დაუჯდება.