ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”მხარეები მილანში იმყოფებიან”

Sky Sport-ი მნიშვნელოვან სიახლეს აქვეყნებს:

გუშინ, იტალიაში და კერძოდ მილანში მაურისიო სარი ჩაფრინდა..

იტალიელი სპეციალისტი ზუსტად იმ სასტუმროში გაჩერდა, სადაც იუვენტუსი სატრანსფერო საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავს..

ფაბიო პარატიჩი რომელიც გუშინ კარპიზე იმყოფებოდა, დღეს დილით ასევე მილანში ჩავიდა და როგორც იტალიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან იმავე სასტუმროში მივიდა.

სარით ამ ეტაპზე იუვეს გარდა მილანი და რომაც ინტერესდებიან, თუმცა იუვენტუსი საქმეში უკვე დიდი ხანია ჩართულია და მიზანთან ძალზედ ახლოს არის.

კულუარული ცნობებით ბიანკონერი მასთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალებით..

მწვრთნელის წლიური გასამრჯელო 6 მილიონი და პლიუს ბონუსები იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დათო
დათო
5 years ago

ერიქსენი კულიბალი სავიჩი და იკარდი დაიდოს და დიბალა კოშტა შენარჩუნდეს – ჩემი აზრით სრულიად საკმარისია კარგი გუნდის შესაქმნელად. მანჯუკიჩი ხედირა გასაყიდია – ამოწურული აქვთ მგონი თავისი თავი ამ იუვეში.

5 years ago

OLD Juventus: გაიხარე ძმა, ძლივს გააზრებული კომენტარი ვნახე. არც მე ვარ ალეგრის ფანი, მაგრამ უძლიერესი ტრენერია და ველოდი რომ ვინმე ტოპ-მწვრთნელით ჩაანაცვლებდენ. სარი და ინძაგი რომ გვყავს კანდიდატებად ვერ იქნები ოპტიმისტურად განწყობილი. ნაჩქარევ და კომერციულ გადაწყვეტილებებს იღებს ხელმძღვანელობა და მაგიტომ ვერ ვიგებთ ლიგას. ელ პიერო გააგდეს, სტადიონი პატარა ააშენეს, ლოგო და ფორმა შეცვალეს ფულის გამო, გაუაზრებლად და მოჟოშკილად ყიდულობდნენ და ყიდნენ ფეხბურთელებს. ალეგრის დამსახურებაა რომ შეძლო გუნდის და ტაქტიკის ბევრჯერ გადაწყობა და ფეხბურთელებზე მორგება. ბოლოს ამოუვიდა ყელში და თქვა მე ჩამაბარეთ ტრანსფერები თორე წავალო და გაუშვეს. ვინც ფაქტებს ანალიზს უკეთებს, ფეხბურთი ესმის და ბოლო წლების ამბები ახსოვს, მარტივად დაინახავს ამას.… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to 

და ეს სარის დანიშვნა მარკეტინგულად სწორი ნაბიჯიც არ არის…

ლიჟბი ნაპოლის და ჩელსის მეორეხარისხოვანი ფეხბურთელებით არ დაიწყოს იუვეს ,,შენება”…

2-3 მართლაც რომ ძლიერი ფეხბურთელი უნდა მოითხოვოს და ფეხბურთს კი ათამაშებს ალეგრიზე სანახაობრივს…

უბრალოდ გამოცდილება ლიგაზე რამდენად ეყოფა არ ვიცი და ცოტა ამ მხრივ სკეპტიკურად ვარ განწყობილი…

ამ ხოლო ხანს მე ვემხრობი რომ დიბალა და კოშტა გაყიდონ და პორგბა და სავიჩი რომ მოიყვანონ…

კინიც მოუმატებს, რათქმაუნდა რონალდო, იქ ბერნანდესკი და მანძუ – გოლები გავიტანთ არსებულითაც…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to 

alegri gmiria ara? yvelaperi xelmzgvanelobis bralia eseigi ? da liverpuls ro yavs hendersoni milneri da fabinio centrshi romelia maqedan iniesta da xavi? alegris midgobebs rato ar uyurebt ra fexburts atamashebda gunds

lasha naxucrishvili
5 years ago

ეს კაცი გამოგვადგება მაგრად აგერ თქვენ და აგერ მე

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რა გახდა ამ ახალი ტრენერის დანიშვნა??? :modee: :mad: …………..

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ახალი არაფერია რახდება

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ხელმძღვანელობა, სარით ალეგრის ჩანაცვლება წინ გადადგმული ნაბიჯი რამდენად არის ლიგის მოგების მხრივ რთული სათქმელია…

ვერც იმით გავამართლებ ხელმძღვანელობას, რომ გვარდიოლას მოსვლამდე გარდამავალი პერიოდისთვის გამოიყენებს სარის. იუვეს ეხლა ნადმვილად არ აქვს ასეთი გარდამავალი პერიოდისთვის დრო, მითუმეტეს რონალდოა გამოსაყენებელი ამ 2 წელში, მერე კი დაანებებს ფეხბრუთს თავს…

მესის და რონალდოს გარეშე გვადიოლამ ვერც ბავარიაში მოიგო და სიტიშიც ვიცით რასაც შვრება ლიგაზე.

თავის დროზე არ იციან გადაწყვეტილებეის მიღება, უნდა გაეშვათ როცა გასაშვები იყო ალეგრი და მოეყვანათ ზიდანი, მაგრამ გათვალა პერესმა და ამიტომაც აქვს 13 ლიგა დადებული რეალს.

სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები და სტარები იგებენ ლიგას…

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago
Reply to  OLD Juventus

დეშამზე ვერსად ვერაფერი წავიკითხე და ამ ვარიანტ რატომ არ განიხილავენ აზზე არ ვარ, იდეალური იქნებოდა…

მითუმეტეს დღეს ძალიან ძლიერი ფრანგი ფეხბურთელია და ზიდანის ან დეშამის მოყვანით ამ ფეხბურთელების მოყვანაც ადვილი იქნება…

აი სარისთან მუშაობა როგორც ვრცელდება არსებულ ფეხბურთელების ნაწილს არ უნდა და სარის გავლენით არავინ არ მოვა…

და გაფანატებული აქვს ყოფილ ფეხბურთელებზე და ღიპიანებზე…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  OLD Juventus

დეშამმა 2020 მდე ნაკრებში ვარო და შემეშვითო და ვინმე რომ.მოგწონს და ცოლად გსურს მას კი არ მოწონხარ და არ აინტერესებ ეგ პონტია და 1 წელი იუვე უმწვრთნელოდ ვერ იქნებოდა

ALLENATORE
5 years ago
Reply to  OLD Juventus

გარდამავალი პერიოდი არ იქნება ეგ ))) სარის ფსიქოლოგია ახლოსაა გუარდიოლას ფეხბურთთან ))) გუარდიოლას ყველგან მინიმუმ 1 წელი დაწირდა რომ გაგეგოთ რა უნდოდა საერთოდ ახალ გუნდში )) ბაიერნი უკვე ბოლო წელს აათამაშა თავის სტილში და ატლეტიკოსთან ნახევარფინალში გამოვარდნა უიღბლობა იყო დიდი და მეტი არაფერი ) ის ატლეტიკო ეგრე არავის დაუჩმორებია ) მიულერს პენალი გაეტანა და დამთავრებული იყო მანდ ყველაფერი )) სარის შემდეგ გუარდიოლას არ დაწირდება დიდი დრო ასე მგონია მე ))) შეილება საერთოდ სარიმ დადოს ლიგა ვინ იცის ) ფაქტია რო გუნდის სტილი იცვლება და ხდება თანამედროვე ))) ხელმძღვანელობამ სწორი ნაბიჯი გადადგა )) ბევრს აქ ალეგრიზე მაგარი მწვრთვნელი გუარდიოლა ჰგონია და… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ალენატორე მართალია გვარდოს უეჭველი აქვს მომდევნო სწზონბში იტალიაში მუშაობის სურვილი , მილანში და ინტერში რიმ არ წავა ეგ ისედაც ცხადია

Giampiero Boniperti
5 years ago

გვარდიოლას მოსვლა ნიშნავს უზარმაზარ სატრანსფერო დანახარჯებს. ალეგრიმ ბოლობოლო ამოიღო ხმა და მოითხოვა ფეხბურთელები და რევოლუცია მაგრამ იუვე არ ქნა ან ვერ ქნა. ფინანსებში იუვე ნორმალურადაა, მაგრამ არ ისე კარგად, რომ რევოლუცია მოაწყოს. ახლანდელი იუვე გაუშალაშინებლი ალმასივითაა, კარგია მაგრამ არ ბრწყინავს. მინიმუმ 2 სეზონი გვარდიოლა სერიალში არამგონია წამოვიდეს, სანამ კონკურენცია არ გაიზრდება, მანამდე სკუდეტოს მოგებას ამხელა კალიბრის მწრტვნელისთვის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს

Bianconeri.10
5 years ago

წელს გუარდი არ მოვა,გამორიცხულია )) ერთადერთი ვარიანტია რომ სიტი ლიგიდან მოხსნან,რაც გამორიცხულია პსჟს მერე )) სარის მოკლე ვადიან კონტრაქტს მაგიტომ თავაზობენ ალბათ,რომ გუარდის კონტრაქტს დაამთხვიონ,2021 ამდე სარი და მოვა მერე კაცური კაცი )) მთავარია დაიწერა უკვე,რომ ანიელი მოშნად ფულს გამოყოფს ტრანსფერებზე ვინც არ უნდა მოვიდეს და გაისათ კაი ფეხბურთთან ერთად,ლიგის იმედიც გვექნება !

ALLENATORE
5 years ago

იუვეში აუცილებლად გუარდიოლა მოვა მგონია სარის შემდეგ ))) ზოგადად კატალონიელს ერთ ადგილას დიდხანს დარჩენა არ ხიბლავს დიდად )) ეხლა მიზეზი თუ რატო რჩება სიტიში არის ჩემპიონთა ლიგა )) ყველა ტოპ ჩემპიონატში აქვს ნამუშევარი იტალიის გარდა ) და იტალიაშიც აუცილებლად აქვს სურვილი იმუშაოს )) მითუმეტეს თამაშობდა ბრეშაში და ყველგან იმას ამბობს რო იტალიამ ძალიან ბევრი რამ ასწავლა ))) სარი გუარდილამდე იდეალური ვარიანტია )) შეილება კონსულტაციაც შედგა ესპანელთან მაგასაც არ გამოვრიცხავ ) და სარი ურჩია იუვეს ))) ისევე როგორც პსჟს ტუხელი თავის დროზე )) მე მგონია სარი იქნება კარგი საფუძველი გუარდიოლას ფეხბურთისთვის ) სიტის შემდეგ აუცილებლად იტალიაში წავა გუარდიოლა მეოთხე ტოპ ჩემპიონატში… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  ALLENATORE

მოვიდეს ჯერ ეს სარი დალოცვილი მგონი ჩინგისყანი იქნება იუვეს ტრენერი აბა ბოლო არუჩანს ამ ამბავს :lool: :lool: :lool: :lool:

Giampiero Boniperti
5 years ago
Reply to  ALLENATORE

ჯერ კიდევ იწერება გვარდიოლაზე. არაა გამორიცხული ჭორებს სპეციალირად არხევდნენ, იმიტომ რომ ამ დღეებში იუვეს აქციებმა ისევ მოიმატა საგრძნობლად. იმის გათვალისწინებით თუ რა სფეროდანაა კომენდანტე გადმოსული ფეხბურთში, 100 % მოცემული რესურსიდან 99 % იყენებს. თუ იუვემ პოჩეტინო არ არჩია, რატომღაც მჯერა, რომ სარი ამხელა კლუბის მხარდაჭერით, როგორიც იუვენტუსია, ყველას სასიამოვნოდ გააკვირვებს და სიმართლე რომ ითქვას გვარდიოლას ტიკიტაკაზე მეტად იუვეს სარის სარიბოლი უფრო მოუხდება

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

წარმატება სარი ვიცი არ შეირცხვენ თავს

giorgi nefaridz
5 years ago

მოვიდეს სარი თავის ბურთით :chuvak:

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x