ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური..

უკანასკნელი 24 საათის მანძილზე ტურინელთა გარშემო საინტერესო სატრანსფერო ცნობები გავრცელდა:

პირველი მათგანი მედჰი ბენატიას ეხება.. არსებობს რეალური შანსი რომ მაროკოელი 6 თვიანი არაბული თავგადასავლის შემდეგ კვლავინდებურად იუვეს მაისურით ვიხილოთ..

ბიანკონერის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელს და მას უკან დაბრუნება თხოვეს.. თავად ბენატიაც მზადაა აღნიშნული წინადადება მიიღოს და ამჟამინდელ კლუბს უკვე ამცნობა, რომ აპენინებზე წასვლა აქვს გადაწყვეტილი..

ჯანლუიჯი ბუფონმა რომ პარიზელეთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა უკვე შეიტყობდით.. არ არის გამორიცხული ჯიჯი არც მეტი არც ნაკლები ბარსელონაში ვიხილოთ..

კატალონიელები ტერ შტეგენის რეზერვზე ფიქრობენ და მათთვის ჯიჯის ვარიანტი სხვადასხვა კუთხით საკმაოდ მიმზიდველად ეჩვენებათ.

მაურისიო სარის ოფიციალურად დანიშვნა იუვეს თავკაცის პოსტზე ახლო მომავალში იგეგმება.. უკვე სახელდებიან ფიგურები, რომლებიც მისი მოსვლის შემდეგ გუნდს დატოვებენ..

ჟოაო კანსელუ სიტის უახლოვდება, მარიო მანჯუკიჩი კი ბორუსიას.. ბუნდოვნად გამოიყურება სამი ხედირას და ბლეზ მატუიდის შავ-თეთრი პრესპექტივა.. არცერთი მათგანი არ შედის სარის გეგმებში.

გაურკვეველი რჩება ხუან კუადრადოს ბედიც.. მისი კონტრაქტი მომავალი სეზონის დასრულებისთანავე იწურება და თუ მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, მაშინ კოლუმბიელი ტურინს ზაფხულშივე დატოვებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს რეალი მართლა გიგანტი კლუბია პერესი კიდე უძლიერესეი მაფიოზი იცის ამ კაცმა მისი საქმე აშკარად,იოვიჩი და უკვე აზარი ოფიციალურად სერიოზული განაცხადია,დარწმუნებული ვარ კიდე 1-2 იგროკს დაიმატებს სერიოზულს და ხმაურიანს მერე ვამბობთ როგორ მოიგო ამდენი ლიგაო იოვიცი 60 მილიონად იყიდა და ეს იგროკი დადაგება ალბათ სულ მალე 200 მილიონიანი ეტყობა ტიპს მართლა მაგარია იმედია იუვეც ერთ პოგბასნაირ ტოპ ტრანსფერს გააკეთებს და სეზონი დაიწყება ამბიციური შემართებით

Giampiero Boniperti
5 years ago

რეალის სატრანსფერო პოლიტიკა თითქმის იდეალურია. საჭირო დროს, საჭირო იგროკები. აზარი რეალის ფეხბურთელია. ჩამოყალიბებული იგროკების ყიდვა, მათი კარიერის საუკეთესო წლებში არის გადამწყვეტი ფაქტორი + მსაჯომანია, რატომაცაა აქვს რეალს 13 ლიგა. იმედია იუვე 3-4 წელიწადში იმ დონეზე ავა, რომ რეალს მბამპეს წაართმევს

ALLENATORE
5 years ago

))) ბენატია რატო უნდა დააბრუნონ ვერ ვხვდები )) რუგანი სარის ფავორიტია და დანიელეს უნდა მიეცეს მეტი დრო )) ბენატიამ იანვარში როცა საჭირო იყო და არავინ გვყავდა ძირითადის შემცვლელი )) მაშინ დაიწყო წუწუნი მეტი დრო მინდაო და შუა სეზონში დატოვა გუნდი )) ეხლა რაღა უნდა ? )) გაუგებარია ეგ ამბავი )) ვინმე პერსპექტიული მოიყვანონ ჯობია ) ან ეს მანოლასი რა გახდა მაგის მოყვანა ))) ბენატიას ნამდვილად ჯობია ყველაფერში )) კანსელოს რაც შეეხება აშკარაა რო ალეგრის სვარკაში მაგის ადგილი არ იყო )) გუარდიოლას თუ უნდა ეგ კაცი რატო არ უნდა უნდოდეს სარის ? ))ალბანელი ჰიუსაი თუ მოათრიეს ეგ არ ვიცი :D )))… Read more »

Nedved23
Nedved23
5 years ago

Matuids rom ushveben uketesi naxevarmcveli vin moyavt erti?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჯერ სარი რამდენად შედის იუვეს გეგმაში ეგაა გასარკვევი :-)

მე მაინც მგონია რომ კარლო ანჩელოტის მოუყვანენ ქრისტოს :lool:

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

გუარდიოლაზე ისევ განხალდა საუბრები, რაღაც სიმართლის მარცვალი ნადმვილად არის ამ საკითხზე…

სხვა შემთვევაში სარი დიდი ხნის დანიშნული იქნებოდა, პლიუს ბარძალიმაც ახსენა- რონალდოს მოსვლისაც არავის ჯეროდაო და მოხდაო და არც გუარდიოლა არის გამორიცხულიო.

ვნახოთ, ვნახოთ – რაც უფრო იწელება სარის დანიშვნა მით უფრო მძაფრდება სხვა ტრენერებზე ეჭვები – გვარდიოლა ან პოჩეტინო.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩემი აზრით არაა მიზანშეწონილი კანსელოს იუვეში დატოვება…. ეს ბიჭი არის ნული და იუვეს დონის გუნდში მისი ადგილი არაა, მანჯუ ძალიან მიყვარს, მაგრამ ის უკვე ვერ ქაჩავს დინამიურ ფეხბურთს და ამად არ მიკვირს მისი გაყიდვა, თუმც უდიდესს პატივს ვცემ, ხედირაც გასაშვებია, დე შილიოს საერთოდ რა ესაქმებოდა იუვეში (ალეგრის პროფესიონალიზმი არ გაიშვას…..), ვერც სანდროა დიდი ბედენა…..აი, კუადრადოს და მატუიდის კი გამკვირვებია, ეს მაღალი მ.ქ.კ-ის ფეხბურთელებია და მათ გაშვებაზე ფიქრი-უტოპიაა!! იქნება და გამართლდეს და სარი არ გახდეს ჩვენი გუნდის დამრიგებელი!! მინდა მჯეროდეს!! :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

საერთოდ არმინდა ეგ სარი მოვიდეს . იუვეს ფანებს რომ შუა თითი უჩვენა ეგ ავიწყდებათ ?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კანსელოს დაანებოს თავი და დანარჩნნი კი არიან მოსაშორებლები, კუადრადოს დატოვება მაინც შეიძლება ალბათ თუ ტრამვების მხრივ არ იქნება მიდრეკილი…

ანუ კანსელოს შეეშვას და ღიპიანი არ მოათრიოს :))) 27-28 წლის აღარ ვარგოდა და 31 ის რას იზამს…

ინგლისში ვერ ადაპტირდაო, ესპანეთი არ დაევასა, იუვედან მოიშორეს – მემგონი ამით ყველაფერი ნათქვამია – არგენტინის ნაკრებში მის ასპარეზობაზე აღარ ვისაუბრებ…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კანსელოს ჯერ ეს 1 რას ერჩიან და მერე კიდე ვინ უნდა დადგეს მარჯვნივ, დე შილიო?)) აი ბენატია მართლა რო დაააბრუნონ, არ გამიკვირდება)) ჩვენი სტილია სამწუხაროდ ეგეთი გადაწყვეტილებები)) სხვა გუნდები რა ამბავში არიან და ამათ ისევ თავშესაფარი გახსნეს ბლიად)

Bianconeri.10
5 years ago

მეჰდი ბენატია წავიკითხე თუ მომეჩვენა ? :lool:

ტრიდე
ტრიდე
5 years ago
Reply to  Bianconeri.10

არ მოგეჩვენა ძმაო არა

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

მოკლედ მაგარი ამბები გველოდება წინ

Giampiero Boniperti
5 years ago

კუადრადოს და მატუიდის დავტოვებდი, მაგრამ სარის სტილის არცერთი არაა

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x