პარატიჩი ლიონში კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა
ტანგი ნდომბელესთან დაკავშირებით ახალი ცნობებია:
თუ სქაი სპორტს დავუჯერებთ, ფაბიო პარატიჩი ლიონში ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა მათი შუახაზელის თაობაზე.
1996 წელს დაბადებულმა მოთამაშემ უკვე უარყო ტოტენჰემის წინადადება და მზად არის ტურინელთა ვარიანტი სერიოზულად განიხილოს.
ინგლისელებმა ფრანგებს 45 მილიონი შეთავაზეს და აქედან გამომდინარე, იტალიელებს უფრო მეტი თანხის გაღება მოუწევთ, თუ რეალურად სურთ ნდომბელეს დამატება.