ანდრეა ბარძალის ემოციური ინტერვიუ
ანდრეა ბარძალის ემოციური კომენტარი კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით:
“საკმაოდ მძიმე წელიწადი გამოდგა, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა შემექმნა..
სწორედ ამიტომაც მივიღე კარიერის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება..
იუვენტუსის რიგებში ყოფნა თუ მართლაც გსურს, მაშინ საუკეთესო კონდიციებში უნდა იყო..
სიმართლე გითხრათ ასეთ გაცილებას არ ველოდი.. ვფიქრობდი, რომ ტრიბუნებიდან მხოლოდ აპლოდისმენტებს მოვისმენდი.
პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა განსაკუთრებული საჩუქარი მაჩუქეს უშუალოდ თამაშის წინ..
როდესაც მათ ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს ემოციების შეკავება გამიჭირდა.. თან ეს ყოველივე ალესანდრო დელ პიეროსთან და ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად მოხდა..
კარგად მახსოვს, როგორ ვესტუმრე ტურინს გვიან საღამოს, ხოლო მეორე დილით უკვე სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი.
ჩემი მეუღლე ქალაქის დასათვალიერებლად გაეშურა და იგი საოცარი შთაბეჭდილებით დაბრუნდა.. მას აქაურობა უსაზღვროდ მოეწონა..
უმეტესობა ჩვენთაგანი ქალაქის ცენტრში ცხოვრობს და ფეხბურთელების ქუჩაში ხილვა ახალი არავისთვის არის, მათ აქ არავინ აწუხებს.
ფაბიო პარატიჩი გერმანიაში ჩემს გამო ჩამოვიდა და კარიერა საოცარი მიმართულებით განავითარა.. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ გუნდში ასპარეზობაზე და როდესაც ტურინელთა წინადადება მივიღე, დაუფიქრებლად დავთანხმდი.
ყოველთვის ვიქნები ჯიჯი დელ ნერის მადლიერი.. ადამიანის, რომელმაც კიევოს რიგებში სერია ა-ში დებიუტის საშუალება მომცა.. ხოლო წლების შემდეგ უკვე იუვეს რიგებშიც მომცა შანსი თავი წარმომეჩინა.
ჩვენი დაცვის ტრიო ნაპოლისთან გასვლით მატჩში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ანტონიო კონტე 3-5-2 წყობაზე გადაერთო, რადგან მეტოქეს შეტევაში თამაშს მაქსიმალურად ვუზღუდავდით..
კონტეს დროს უფრო ინტენსიურად ვმოქმედებდით, მაშინ როდესაც მაქს ალეგრის ხელმძღვანელობით მეტი სიმხიარულე გაჩნდა, რადგან ბურთთან მეტ დროს ვატარებდით.. მე ეს ძალიან მომწონდა!
ახალი სტადიონის გახსნამ ყველაფერი შეცვალა.. გაჩნდა ახალი მიზნები და მოტივაცია.. გამარჯვება აქამდეც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მან მეტი დატვირთვა შეიძინა..
მერწმუნეთ იუვეში ყოფნა დიდი წნეხია.. იმაზე მეტი ვიდრე სხვა ნებისმიერ კლუბში და თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ პრობლემებს უნდა ელოდო.
ანტონიოს პირველ სეზონში ერთადერთი ფეხბურთელი ვიყავი შემადგენლობაში, რომელსაც გოლი არ ჰქონდა გატანილი.. მეგონა ეს არც არავის ახსოვდა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი..
ამიტომ როდესაც გაჩნდა გატანის შანსი და 11-იანი პარტნიორებმა მე დამითმეს, ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ გავიტანდი, რადგან არ მსურდა პარტნიორებს ჩამოვრჩენოდი და ერთადერთი “სულელი” ვყოფილიყავი, რომელმაც წელი გოლის გარეშე დაასრულა.”
დიდი მადლობა ანდრეა, რაც ჩვენი დიდი ოჯახისთვის გაგიკეთებია!! წარმატებები!!
ბარძაღლი მაგარი კაცია