სატრანსფერო აურზაური
ტურინელთა სატრანსფერო საქმიანობა ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე ვითარდება:
თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ ფაბიო პარატიჩი ახლა ლონდონში იმყოფება და ჟოაო კანსელუს გასხვისებას აპირებს..
მანჩესტერ სიტი ძალზედ ახლოს არის პორტუგალიელის გაფორმებასთან, რომელიც თავდაპირველად მართალია 50 მილიონს იხდიდა, მაგრამ იტალიელებმა 60-ზეც დაითანხმეს..
ვინ მოვა მის სანაცვლოდ? რამდენიმე ვარიანტი სახელდება, რომელთაგან ყველაზე აქტუალური ტრიპიეს გვარი გვხდება.. აქა იქ არის საუბარი ლუკა პელეგრინზეც, თუმცა 20 წლის ბიჭზე ამხელა პასუხისმგებლობის გაცემა რთულად წარმოსადგენია.
ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიოსთან როგორც ჩანს ყველაფერი შეთანხმებულია და მხარეები სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდებიან, როდესაც ფრანგს პსჟ-ს დატოვება უფასოდ შეეძლება.
პოლ პოგბაზე მუშაობა მინო რაიოლასთან კი მიმდინარეობს, მაგრამ იუნაიტედს დიდი მოთხოვნები აქვს, რომლის დაკმაყოფილება იოლი არ იქნება..
დუგლას კოშტა შესაძლოა საბოლოო ჯამში გუნდში დარჩეს.. მისმა განცხადებებამ მაურისიო სარიზეც და კლუბის ხელმძღვანელობაზეც დადებითად იმოქმედა, შესაბამისად მიდის საუბარი რომ ბრაზილიელს კიდევ ერთ შანს მიცემენ.
3 მცველზე გადააწყობს ჯორჯო-ლიხტი-ბონუჩი
5 ნახევარმცველი
2 ფორვარდი ასე მგონია რატომღაც ასე რომ კანსელუს შეცვლა არ დაჭირდება
ერთი სიტყვით ეს ხალხი მოიყვანონ და მეტი არავინ გვინდა
დე ლიგტი, გრიმალდო, პოგბა, კიეზა და თუ იგუაინი მანძუკიჩი გაუშვეს იკარდი და ასევე კოშტა + 40 ლიმონი ერიკსენის მაგივრად.
ხუმრობ ხო ? :D
ბარემ მთელი გუნდი გადავახარისხოთ :D ვინ მოგიყვანს პოგბას და ერიქსენს ერთად … მაქსიმუმ წელს დე ლიგტი მოიყვანონ და რაბიო უფასოდ … იკარდიც შეიძლება ი ვსო
და კანსელო თუ წავიდა მაგის სანაცვლოდ ვინმეს მოიყვანენ… მეჭვება ტრიპიერი გამოუშვან …