კატალონიური მედია დე ლიგტზე:”საქმე 95%-ით გადაწყვეტილია”
მატიას დე ლიგტის თაობაზე უკვე კატალონიური მედიაც ალაპარაკდა:
“ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი საკუთარი სურვილიდან გამომდინარე 95%-ით უკვე იუვენტუსის ფეხბურთელია..
მან უკვე უარყო ბარსელონას და პსჟ-ს წინადადებები.. არადა თავდაპირველად მატიას ფრენკი დე იონგთან ერთად სურდა ასპარეზობა..
მაგრამ მისი მიზნები უკვე დიდი ხანია შეიცვალა და ახლა კარიერის გაგრძელება იტალიურ გრანდში აქვს გადაწყვეტილი.
წესით და რიგით ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება და მოთამაშე ახალ თავგადასავალს ბიანკონერის რიგებში დაიწყებს..”
დროზე მოიყვანონ ვინებიც მოსაყვანია რო ვარჯიშებზე მოემზაონ ამ ზაფხულს.იგუანი კიდე სასწრაფოდ მოაშორონ რომელიმე გუნდში ნებისმიერ ფასად.მაგის დაბრუნება იქნება დიდი შეცდომა.
ძალიან მაგარი ბიჭია. ამაზე ორი აზრი არაა. ამის მოყვანით ძალიან სერიოზული საქმე გაკეთდება