გაძეტა დე ლიგტის თაობაზე ახალ ცნობებს აქვეყნებს
მატიის დე ლიგტთან დაკავშირებით გაძეტა ახალ ცნობებს გვაწვდის:
ბიანკონერიმ ფეხბურთელთან ყველაფერი შეათანხმა.. კონტრაქტის თითოეული დეტალი უკვე ერთი კვირის წინ იყო ორივე მხარის მიერ დამოწმებული..
5 წლიანი კონტრაქტი, სეზონში 8 მილიონი ევრო და ბონუსებით 12 მილიონი.
უშუალოდ აიაქსთან შეთანხმება ჯერ საბოლოოდ მიღწეული არ არის.. ჰოლანდიელები 70 მილიონს ითხოვენ, მაშინ როდესაც ტურინელები 60-ს თავაზობენ..
მინო რაიოლა მუშაობს უკანასკნელი დეტალების შეთანხმებაზე და არაა გამორიცხული ამსტერდამში თავად ფაბიო პარატიჩიც გაფრინდეს, რომელიც ყველა პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს და დე ლიგტს იუვეში გადაიყვანს.
ამათ გადაწყვეტილიც არ ქონიათ ))))) ფასი
ეხლა ამას მოაყოლონ
კიეზა, ბუფონი, პოგბა ან ერიკსენი და იკარდი თუ მანძუკიჩს გაუშვებენ
შემდეგ ეს ხალხი გაუშვან – ხედირა, იგუაინი, პიაცა, პერინი, კვადრადო
ბერო როდის უნდა ისწავლო რომ ფეხბურთელის ყიდვა მარკეტში სემიჩკის ყიდვა არ არის. ქმარი რომ ბაზარში მიდის და ცოლი უწერს რა იყიდოს ისე ჩამოწერ ხოლმე შენც ))
კარგია მარა თუ არ გამოვა დიდი ტრაგედია არ იქნება,ისეთი პირობებით მოდის რო მალე აათამაშებენ ერთ ადგილს ეგ და რაიოლა…