დი მარციო დე ლიგტის სიტუაციაზე..
რამდენიმე წუთის წინ სქაი სპორტის პირდაპირ ეთერში ჯანლუკა დი მარციომ მატიის დე ლიგტის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:
“მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები მინო რაიოლასთან ფეხბურთელის პირად კონტრაქტზე დასრულდა და მხარეებმა თითოეული დეტალი წარმატებით გაიარეს, ჯერი უშუალოდ კლუბებზე მიდგა..
პირველი წინადადება დღეს დილით გაკეთდა.. ტურინელებმა ოფიციალურად მიმართეს ამსტერდამულ კლუბს და მათმა ციფრებმა 55 +10 მილიონი ბონუსით შეადგინა, ანუ ჯამში 65 მილიონი ევრო.
აიაქსმა უარყო იტალიელთა პირველი შეთავაზება, რაც პრინციპში მოსალოდნელი იყო, მაგრამ იუვენტუსს ძლიერი კოზირი აქვს ხელთ, რომელსაც ფეხბურთელის ნება სურვილი ქვია..
სწორედ ამიტომაც ეცადნენ ბიანკონერის მესვეურები თანხის შემცირებას..
თავის მხრივ ჰოლანდიელებს უკვე ჰქონდათ თავის დროზე ბარსელონასთან სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა 75 მილიონის პირდაპირ ინვესტიციას, მაგრამ ყველაფერი მინო რაიოლამ ჩაშალა..
აქედან გამომდინარე იუვენტუსი დიდი ალბათობით მოუმატებს თანხას, თუმცა უახლოესი ორი დღის მანძილზე მხარეები ვაჭრობისთვის გამოიყენებენ და საინტერესოა საბოლოო ჯამში რა თანხაზე შეჯერდებიან”.
აუ იყიდონ რა დაააფარონ ეგ მილიონები თავზე მაგ ჰოლანდიელებს და მოათრიონ დროზე ეს თორე აგვახევს ვინმე
ისე მე პირადა დე ლიგტის მოსვლას მირჩევნია პოგბნ ან კანტე ერიკსენი დადონ.
იმედია იმდენს არ ივაჭრებენ, რო ჩაიშალოს) გვჭირდება ეს ბიჭი. ამისგან სარი თეთრ კულიბალის დააყენებს))
იმედია ეგრე იქნება
ჯიჯი დაბრუნდა…. იქნებ ჩემპიონთა ლიგის თასსაც კი გამოკრას ხელი. წარმატებები ვუსურვოთ ლეგენდას
ოოო ეგ რო მოხდეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება თან ჯიჯისთან ერთად რო ავწიოთ ლიგა იმედია გამართლდება რაც თქვი