იუვემ ლიონის 20 წლის ტრეკუარტისტა შეიძინა
იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
ტურინელებმა მორიგი ტრანსფერი დახურეს..
ლიონის 20 წლის ტრეკუარტისტა ჰამზა რაფია ამეირიდან იუვენტუსის რიგებში გააგრძელებს კარიერას..
ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელებმა 400 000 ევრო გადაიხადეს, თუმცა სხვადასხვა მიღწევების შედეგად ეს თანხა შესაძლოა 5 მილიონამდე გაიზარდოს.. ასევე თუ იუვე მის გასხვისებას გადაწყვეტს, თანხის ნაწილი ფრანგებსაც ერგებათ.
აღსანიშნავია, რომ რაფიამ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რითაც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
8 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემა და სამი გატანილი გოლია.
კარგია ახალგაზრდებზე აქცენტი