რაფაელ ჰერნანდესი ნეიმარის მომავალზე საუბრობს
გახსოვთ კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით პირველი ცნობები ვინ გაავრცელა? ლუკა მომბლანომ? არა თქვენ შეცდით.. ეს იყო პოპულარული ესპანელი ჟურნალისტი რაფაელ ჰერნანდესი:
ამჯერად მან ნეიმარის საკითხზე ისაუბრა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე აგზავიდნენ ბარსელონაში.. ჟურნალისტმა დეტალურად განიხილა ეს შესაძლებლობა..
ცოტახნისწინ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიელი შესაძლოა საერთოდ იუვენტუსში აღმოჩნდეს.. ამიტომაც არის საინტერესო ყურადღებით განვიხილოთ, რა სიტუაცია სუფევს მის გარშემო:
“მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ.. ის რაც სქაი სპორტმა დაწერა, თითქოს ბარსა მზადაა 90 მილიონი + “მოთამაშეები” გაიღოს, არის სრული სისულელე!
სამუელ უმტიტი და ივან რაკიტიჩი არ აპირებენ გუნდის დატოვებას.. ორივე მათგანს კარიერის კატალონიაში გაგრძელება სურს და კლუბი არ გეგმავს მათი სურვილის წინააღმდეგ წავიდეს..
ანალოგიური სიტუაცია სუფევს ოსმან დემბელესთან მიმართებაშიც.. ბარსა მას გამორჩეულად აფასებს და ისედაც არ განიხილავდა შემტევის გასხვისებას.
ერთადერთი მოთამაშე, რომელიც შეიძლება აღნიშნულ გარიგებაში იყოს ჩართული არის ფელიპე კოუტინიო.. მისი აგენტი ევროპის სხვადასხვა კლუბს დაუკავშირდა და მათ საკუთარი კლიენტი შეთავაზა.. მერწმუნეთ ეს სრული სიმართლეა!
კიდევ ერთი ნიუანსი – ჟოაო ბართომეუ არ შეხვედრია ჯერ პირისპირ პარიზული კლუბის არაბ შეიხს.. შესაბამისად საუბარი, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაში ვითარდება, ასევე სისულელეა..
ბარსას პოზიცია ახლა ნათელია.. ისინი ელოდებიან და არ ჩქარობენ.. დაელოდებიან სანამ ნეიმარი თავად არ მოახდენს ზეწოლას კლუბზე და უკვე ამის შემდეგ გადავა მოქმედებაზე.. კოუტინიო? ვარიანტია და ძალიან რეალური!
მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის უშუალო კონტაქტი არ ყოფილა.. რა მოხდება საბოლოო ჯამში? დიდი ალბათობით ბრაზილიელის სურვილი აგვისტოს ბოლოს რეალობა გახდება და იგი ბარსას შეუერთდება.”
ბარსას ინფო უფრო ვიდრე იუვეს