კინის ტურინული მომავალი ბუნდოვანი გახდა
შანსი, რომ მოიზ კინი ახალ სეზონს იუვენტუსში დაიწყებს, ძალიან ცოტაა..
სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის მტკიცებით, ტურინელები ახალგაზრდა ფორვარდს დიდი ალბათობით სხვა კლუბში გაასხვისებენ.
ამ ეტაპზე მისით ორი პრემიერ ლიგის კლუბი – ევერტონი და არსენალი ინტერესდებიან..
ორივე მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს დაახლოებით 30-35 მილიონი ევრო გადაიხადონ იტალიელის სანაცვლოდ.
თუმცა, მხოლოდ ევერტონს აწყობს იუვენტუსის მხრიდან წაყენებული პირობა, რომლის მიხედვითაც ბიანკონერის მოიზეს უკან დაბრუნება შეეძლება კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ.
ერთი სიტყვით მოქმედ ჩემპიონებს იდენტური პირობის შეტანა სურთ ხელშეკრულებაში, რაც თავის დროზე რეალმა ალვარო მორატას შემთხვევაში განახორციელა..
არსენალი ამ წინადადებაზე თანხმობას არ აცხადებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევერტონი Pole Position-ში იმყოფება.
ეს ყოველივე გამოწვეული არის იმ გარემოებიდან, რომ კლუბს უჭირს მარიო მანჯუკიჩის და გონსალო იგუაინის გასხვისება, მათდამი სხვა კლუბების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების გამო.