ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აი რატომ არის იუვე განსკუთრებული..

ანტონიო კორსა არის იუვენტუსის საკმაოდ აქტიური გულშემატკივარი, რომელიც ცხოვრობს ტურინში და გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებას ძალზედ აქტიურად აშუქებს:

სწორედ მის ერთ-ერთ უკანასკნელ ბლოგს გთავზობთ, რომელიც მაურისიო სარის ტურინში პირველ დღეებს ეხება. კორსა საკმაოდ პოპულარული ფიგურაა იუვენტინოებში და შესაბამისად მისი ცნობები 99%-იანი სიზუსტით გამოირჩევა:

მოდით ერთ ისტორიას მოგიყვებით და თავადვე მიხვდებით, რატომ არიან იუვენტუსის ფეხბურთელები გამორჩეულნი.. ამ ყველაფერს ყოველგვარი ტაქტიკური ანალიზის გარეშეც დაინახავთ.

“შეკრების პირველი დღეები, როდესაც კონტინასაზე ახალი მთავარი მწვრთნელი გამოჩნდა.. ორი აზრი არაა, რომ მაურისიო სარი და მისი თანაშემწეები მოხიბლულნი არიან იმ კომფორტით რაც კონტინასაზე სუფევს..

ლოჯისტიკა, საწვრთნელი ბაზა.. სასტუმრო! J Hotel-ით თითოეული აღფრთოვანდა, რადგან აქ ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური ოთახი აქვს, ბრწყინვალე სამზარეულო და ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ კონცენტრირება სპორტულ შედეგზე მოახდინო.

სარის ეს ყოველივე ისე მოეწონა, რომ მზად არის სამუდამოდ აქ დარჩეს! სახლსაც კონტინასას სიახლოვეს ეძებს..

იუვენტუსის მიზნები, რომ დიდი ხანია გაცდა სტანდარტული – ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბის ფილოსოფიას, ამაში ყველანი დავრწმუნდით. კონტინასას პროექტმა იუვეს იტალიაში კიდევ უფრო დიდი სხვაობა შეუქმნა კონკურენტებთან, ხოლო ევროპაში მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი დიდი ამბიციები კომერციული თვალსაზრისითაც.

თუმცა, დავუბრუნდეთ საფეხბურთო მოედანს და ზემოთხსენებული საკითხი ხელმძღვანელობას მივანდოთ, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს იდეალურად ართმევს.

მაურისიო ეცნობა გუნდს, აცნობს თანაშემწეებს და საუბრობს იმ საწვრთნელ პროცესებზე, რომელსაც გუნდი პირველ დღეებში გაივლის. საუბარი სრულდება და მოთამაშეები ვარჯიშს შეუდგნენ..

პარტნიორებს დანიელე რუგანი და გონსალო იგუაინი ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც არაერთი სეზონი გაატარეს სხვადასხვა კლუბებში მასთან ერთად და ზუსტად იციან სარის მოთხოვნების თაობაზე.

პირველი დღიდან, პირველი წამიდან სარის და მარტუშიელოს (დამხარე) უკან დგას 10-15 ადამიანი პლანშეტებით, რომლებიც გამალებით ინიშნავენ თითოეულ წვრილმანს. სპეციალური “ბესედკაც” კი არის ამ “ჭკუის კოლოფებისთვის” მოწყობილი, სადაც იკრიბებიან და ცხარე დებატებს აწყობენ.

ეტაპობრივად გუნდი ბურთთან კონტაქტზეც გადადის, რაც აქამდე არ ხდებოდა.. მაქს ალეგრი ტრადიციული გზით მართავდა საწვრთნელ პროცეს – ჯერ სატრენაჟორო დარბაზი, ხოლო შემდეგ მოედანი..

სარის შემთხვევაში ყველაფერი შეცვლილია.. იგი მცირე ათლეტურ სამუშაოებსაც კი ბურთთან ერთად ატარებს. ამის შემდგომ კიდევ უფრო უცნაური რაღაც დაიწყო – ვარჯიში გიგანტურ ბურთთან ერთად.. ერთი სიტყვით ამ ორ მწვრთნელს შორის და მათი მუშაობის სპეციფიკას შორის ზღვა განსხვავებაა. თუმცა, სიმართლე ითქვას ამას ყველანი ველოდით.

მეორე საწვრთნელი დღე.. სარი და მარტუშიელო გამოდიან მინდორზე.. ისინი ყველა შეცდომას აფიქსირებენ და ინიშნავენ, რომელიც მოთამაშეების მხრიდან იქნა დაშვებული ბურთის ართმევის ფაზაში.

საგულისხმოა, რომ ჩანიშნული იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ სამწვრთნელო შტაბი სასტუმროში საპრესკონფერენციოში იკრიბება და ცდილობენ დაგეგმონ ისეთი მეთოდებით მუშაობა, რომელიც ამ ხარვეზებს გამოასწორებს.

მართლია ფეხბურთელები დავალებას ასრულებენ, მაგრამ არა ისე როგორც ეს სარის სურს.. შესაბამისად, ის მართლაც გამოდის წყობილებიდან და სამწვრთნელო შტაბთან წუწუნებს, რომ მოთამაშეები ვერ ჩაწვდნენ მის მოთხოვნებს.. რომ ისინი უგულველყოფენ ამ ყოველივეს..

მარტუშიელო ამ ყველაფერზე მშვიდად პასუხობს:

დამშვიდი მაურისიო.. ინტერში დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდა, რომ ყველა ფეხბურთელს ზუსტად გაეთავისებინა მწვრთნელის მოთხოვნები.. მცირე დროა აუცილებელი” (მარტუშიელო ინტერში ლუჩანო სპალეტის დამხარედ მუშაობდა)

საგულისხმოა, რომ ამ საღამოს მწვრთნელთა შეხვედრას პაველ ნედვედიც ესწრებოდა, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მიმართა სარის:

არ იდარდო.. გააგრძელე მუშაობა და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.. მალე დარწმუნდები ჩემი სიტყვების სისწორეში.

პარასკევიც გათენდა – საწვრთნელი სესიის მესამე დღე. სარი კი იყო გაცხარებული, მაგრამ ბიჭებს ასე არ დალაპარაკებია.. მან უბრალოდ უთხრა:

მიდით ბიჭებო! მინდა, რომ გუშინდელზე უკეთ წარმოაჩინოთ თავი.. მეტი კონცენტრირება!

დაიწყო ვარჯიში და ბიჭებმა ყველაფერი იდეალურად ჩაატარეს! დღე და ღამეა განსხვავება წინა დღესთან შედარებით. იდეალურია! ფეხბურთელები განსხვავებულად გადაადგილდებოდნენ.. აბსოლუტურად არის შეცვლილი საქმესთან მიდგომა.

ისინი აჩვენებენ მაურისიოს ყველაზე მთავარს – თუ რატომ მოიგო იუვემ ზედიზედ რვა სკუდეტო!

სარი თვალებს ვერ უჯერებს და “ჭკუის კოლოფების” “ბესედკას” უახლოვდება:

ისინი აქამდე ჩვენ დაგვცინოდნენ?

ახლა თქვენ უკვე გესმით, რაოდენ დიდი პროფესიონალები ასპარეზობენ შავ-თეთრი მაისურით. ისინი ყველაფერს იღებენ რაც გააჩნიათ.. არამარტო მატუიდი და დე შილიო.. რონალდუც და ბუფონიც, რომლებიც საოცრებებს ჩადიან და ყველას აჩვენებენ როგორი შრომის მოყვარულობა გააჩნიათ.

სწორედ ისინი არიან პირველები, რომლებიც გამუდმებით კითხვებს სვამენ და სურთ თითოეულ დეტალს, რაც შეიძლება მალე ჩაწვდნენ.

ამიტომაც არის იუვენტუსის გაწვრთნა უფრო იოლი, ვიდრე დავუშვათ ისეთი ქაოტურის როგორიც ჩელსია.. ან საშუალო დონის კლუბების, სადაც პროფესიონალიზმი და დისციპლინა არცთუ მაღალ საფეხურზეა.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიანკონერის მოთამაშეები მთავარ მწვრთნელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან. შემდგომ კი ყველა კითხვას პასუხს მოედანი გაცემს.. დაიწყება მატჩები და პირველი შედეგებიც ჩვენს თვალწინ დაფიქსირდება.

აი მერე კი უკვე მაურისიო იქნება ვალდებული, რომ მოთამაშეებს თავად შეუქმნას კომფორტი.. სწორი ტაქტიკური ჩანაფიქრებით, შემადგენლობით და როტაციით..

ჯერჯერობით ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და ეს ყოველივე დიდი სიამაყით მავსებს.. არაფერია იმაზე კარგი, როდესაც მოთამაშეები მწვრთნელზე ზრუნავენ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

სწორედ ეგ განასხვავებს იუვეს სხვა გრანდებიდან. ერთი დიდი ოჯახია გუნდი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x