ჯანი მწვრთნელზე, პარტნიორებზე და არამარტო..
ემრე ჯანი მიმდინარე პროცესებზე:
“პრობლემები, რომლებიც ახლა გვაქვს სრულიად ბუნებრივია.. მთავარია, რომ გუნდი განაგრძობს მუშაობას და მზად არის დიდი ცვლილებებისთვის..
ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარდინალურად გადაწყვიტა, სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა, რაც ჩვენთვისაც ძალზედ საინტერესოა და მაქსიმუმს გავიღებთ, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
მიზანი უცვლელი რჩება.. იუვენტუსი ვალდებულია ნებისმიერ ტურნირზე, სადაც მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
მაქს ალეგრი თუ მაურისიო სარი? სიმართლე გითხრათ, ორივე თავკაცის სტილთან შემიძლია ადაპტაცია და ნაყოფიერი ასპარეზობა.
გუნდში დიდი კონკურენციაა.. ადრიენ რაბიოს და აარონ რემზის ხილვა ძალზედ სასიხარულოა, რადგან ეს ფაქტი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, ხოლო გუნდის ასპარეზობაზე საუკეთესო კუთხით მოქმედებს.