ნედვედი კალენდარზე და სატრანსფერო თემებზე
ლეგა კალჩომ ცოტახნისწინ სერია ა-ს 2019/20 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ღონისძიებას ტურინელთაგან პაველ ნედვედი ესწრებოდა:
“დარწმუნებული ვარ წინ დაძაბული ჩემპიონატი გველის, რადგან კონკურენტები ნაყოფიერად გაძლიერდნენ..
ის ფაქტი, რომ უკვე საწყის ტურებში იმართება მნიშვნელოვანი მატჩები, ბუნებრივია მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს..
მაურისიო სარიმ გუნდი არცთუ დიდი ხნის წინ ჩაიბარა.. დიახ, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე მატჩი, მაგრამ ხელწერა ჯერ კიდევ არ იგრძნობა..
ბუნებრივია იგი რადიკალურად განსხვავდება მაქს ალეგრისგან მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ მისი აქ ყოფნით.
მატაის დე ლიგტის ტრანსფერი იოლი გასაფორმებელი ნამდვილად არ ყოფილა.. შეგიძლიათ ფაბიო პარატიჩის კითხოთ რა დონის კონკურენცია იყო.. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენს რიგებში დღეისათვის ამ ზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესპექტიული მოთამაშე დავიმატეთ..
რომელუ ლუკაკუ? ფაქტია იუვენტუსი ახლა საკმაოდ ძლიერია, თუმცა ბაზარზე არსებულ ვარიანტებს ყოველთვის განვიხილავთ.. შესაბამისად თუ გვაქვს შანსი უარს ნამდვილად არ ვიტყვით კონკრეტული ფიგურების დამატებაზე.
პაულო დიბალა? სიმართლეს გეტყვით ჩვენს ფეხბურთელებზე მოთხოვნა დიდია.. არაერთი წინადადება მივიღეთ, მაგრამ ჯერ მშვიდ გარემოში მოგვიწევს ყველაფრის აწონ-დაწონვა.. გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ამის შემდგომ მივიღებთ”
ჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. გადაწყვეტილი არაფერია. მარა დიბალას წასვლა ვისაც გიხარიათ. ბერნარდესკის იმედზე ხართ ხოო?)) სეზონში 3 თამაშს რო თამაშობს მაღალ დონეზე და 2 ბურთი გააქვს 40 თამაშში)) მარა სამაგიეროდ იტალიელია)))
არვიცი ლუკაკუზე რატო გაკეთდა აქცენტი და რატო გადაწყვიტა შეფობამ რომ ის მოიყვანონ მაგრამ ერთ რამეში კივარ დარწმუნებული რო დიბალა გასაშვებია გუნდიდან და მის მაგივრად უფრო შედეგიანი იგროკის მოყვანაა საჭირო ვერაფერი ვერ გააკეთა ტიპმა და 10 აცვია იუვეში ლეგენდების ნომერი
აქ ბევრი ამბობდა ალეგრი იმიტო გააგდეს, დიბალას და რამოდენიმე ვარსკვლავის გაშვებას აპირებდაო. ახლა რა მივიღეთ? სარი, რომელიც დიბალას უშვებს, იგუაინსაც უშვებს, მანჯუკიჩსაც უშვებს და კინსაც უშვებს კიდე. სამაგიეროდ ვინ მოყავს? რომელუ ლუკაკუ. ლიგა ჩვენია. იმენა იუვეს წელია წელს რა. ალეგრი კი არა, დელ ნერი გაგვიხდება სანატრელი.
ისეთი შთაბეჭდილებაა დიბალა არც შეომისმოყვარეა და არც ამბოციური . ლუკაკუს ამბავს მართლა ვერ ვხვდები , ინტერს უნდათ რომ გაურთულონ საქმე ? მაგას ისევ იგუ მირჩევნია რაის 85 მილიონი … მაგ ფასში დადონ ერიქსენი , წინა სეზონში 18 ასისტი ქონდა ძაან პროდუქტიულია და დალაგდება გუნდიც , მერე ზედმტები ფეხბურთელები გაუშვან. თითქოს ერთი დონის , ბევრი ფეხბურთელია გუნდში და რა გააკეთონ ვერ ჩამოყალიბდნენ აი როგორც მანამდე იყო ძირითადი თერთმეტეული არ არსებობდა გამონაკლისი 4-5ფეხბურთელისა … ლოგის თამაშებზეც ! რეგილარული 11 ეული არ ყავდა გუნდს … გაუშვან ხედირა ბენტანკური მატუიდი მანჯუ კინი . მოიყვანონ ერიქსენი და ვინმე და წაიწყონ და შეთამაშდნენ
ესეიგი თითქმის ადასტურებს რომ დიბოს გაყიდვაზე ფიქრობენ და ლუკაკუს ყიდვაზეც ……. აშაკარაა ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ რაუნდათ……