პედულა:”პარატიჩი ტოტენჰემს უტევს”
უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა დღეს დილით, რომ კრისტიან ერიქსენის მიმართ იუვენტუსის ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა:
ალფრედო პედულამ გვიან ღამით პირდაპირ ეთერში შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
“ფაბიო პარატიჩიმ კარგად იცის, რომ კონტრაქტი დანიელ შუახაზელს მამლებთან 2020 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
შესაბამისად იგი არ გეგმავს 30-40 მილიონზე მეტი წინადადებით მიმართოს ტოტენჰემს მის თაობაზე..
პარალელურად აქტიურად მიდის მოლაპარაკებები თავად კრისტიანთან პირად კონტრაქტზე.. ტურინელები 5 წლიან ხელშეკრულებას და სეზონში 10 მილიონ ევროს თავაზობენ ერიქსენს, რაზეც იგი წინააღმდეგი ნამდვილად არ არის.
თუ მხარეებმა მოახერხეს სიტყვიერი შეთანხმების მიღწევა, ეს დამატებითი დარტყმა იქნება ტოტენჰემისთვის, რომელიც რეალური საფრთხის ქვეშ დადგება მოთამაშე 0 ევროდ დათმოს ზუსტად ერთ წელიწადში.
აქედან გამომდინარე, მიმდინარე კვირა შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს და მხარეებმა გარკვეული კომპრომისო ნახონ, თუ არადა ერიქსები პარატიჩისთვის დიდი ალბათობით მორიგი უფასო ტრანსფერი გახდება”.