გაძეტა დიბალაზე..
გაძეტა დილიდან პაულო დიბალაზე საუბრობს:
იუვენტუსის ფანები პაულო დიბალას თბილად დახვდნენ და მას გუნდში დარჩენა თხოვეს, თუმცა ყველაფერი არცთუ ისე მარტივად არის.. ერთი სიტყვით იუვეს მესვეურებისთვის ეს საკმარისი არ არის.
აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ტურინელები მაურო იკარდიზე მოლაპარაკებებს გაანახალებენ, ხოლო პარალელურად პსჟ-სთან იწყება კონტაქტი არგენტინელის მომავალზე..
იუნაიტედისკენ მიმავალი გზა თავად ლა ჯოიამ ბევრი ფაქტორის გამო ჩაკეტა, მაგრამ პარიზული ვარიანტი უფრო მიმზიდველად გამოიყურება, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს და არც სარფიან კონტრაქტზე დაიხევს უკან.
აქ ყველაზე მთავარი თავად კლუბებს შორის კონსესუსი მიღწევაა, რადგან თუ იუნაიტედი ეთანხმებოდა იუვეს დიბალას ღირებულებაში, ფრანგებს გადაჭარბებულად მიაჩნიათ მისი ფასი და გაცილებით ნაკლებს თავაზობენ შავ-თეთრებს..
პროცესი რთულად გამოიყურება, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია.. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩება და მხარეებმა რაიმე სახის კომპრომისი უნდა მონახონ..
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მაურისიო სარის და მოთამაშეს შორის საუბარი არ შემდგარა.. იგულისხმება მის მომავალ როლზე ტურინელთა რიგებში.. თუ სად ხედავს ახალი თავკაცი სამხრეთ ამერიკელს მის ტაქტიკურ მონახაზში.