მარკიზიო და ბრეშა ციფრებში..
კლაუდიო მარკიზიო თავისუფალი აგენტია და ჯერჯერობით უცნობია კარიერას რომელ კლუბში გააგრძელებს:
ორიოდე დღის უკან პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ პრინციპინო სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოს იყო..
გუშინ, ამ კლუბის ვინაობა გაჟღერდა და ეს არც მეტი არც ნაკლები მოკრძალებული ბრეშაა, სადაც თავის დროზე არაერთ დიდი ვარსკვლავს უთამაშია.
მარკიზიო წლიური ანაზღაურების სახით 2.5 – 3 მილიონს ითხოვს, რაც კლუბისთვის რთული გადასახდელია..
მასიმო ჩელინო – ბრეშას პრეზიდენტი კლაუდიოს ორ წლიან ანაზღაურებას, სეზონში 1 მილიონს და ბონუსებს თავაზობს, რომელიც ჯამში 2-2.5 მილიონს გაუტოლდება..
მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და წესით სიტუაცია მალე გაირკვევა.
Balotelize ra ismis breshas uaxlovdebao martalia? Famshikzec daiwera))) halshiki markizio baloteli ro daimaton