ალექს სანდრო:”სარის განსხვავებული მოთხოვნები აქვს”
ტრიესტინასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ალექს სანდროც გაესაუბრა:
“დიახ, მაქს ალეგრის სამუშაო მეთოდები მაურისიო სარისგან განსხვავებულია, მაგრამ მისი მენტალიტეტი იდენტურია..
სარი გვთხოვს ბურთთან უფრო მეტხანს ყოფნას და თან მეტოქის ნახევარზე, რითაც შეტევაში მეტი მანევრირების საშუალება გვაქვს..
ჩვენი ვალდებულებაა, პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ..
გვესმის მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები და საწვრთნელი სესიის დროს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ალღო ყველაფერს რაც შეიძლება მალე ავუღოთ..
ტექნიკური თვალსზარისით თავს კარგად ვგრძნობთ, რასაც ვერ ვიტყვით ფიზიკურ კონდიციებზე, რაც სეზონის ამ პერიოდში ნორმალური მოვლენაა..
ახლა ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა გვაქვს და მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს, რათა სეზონი წარმატებულად დავიწყოთ..
ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს გაფორმება იოლი არ იქნება, რადგან ინტერი და ნაპოლი საგრძნობლად გაძლიერდნენ.. მათ გამარჯვება წყურიათ..
მაგრამ იუვენტუსი ყოველთვის იყო კონცენტრირებული, საკუთარ შედეგზე, რომელიც მხოლოდ წარმატებასთან ასოცირდება”.