სიტუაცია დიბალასთან დაკავშირებით
სიტუაცია პაულო დიბალასთან დაკავშირებით კვლავინდებურად არის კითხვის ნიშნებით სავსე:
Il Giornale-ს მტკიცებით კომოში ერთმანეთს პაულო დიბალა და ინტერის მესვეურები შეხვდნენ..
ჯერჯერობით საქმის დეტალები უცნობია, თუმცა მხარეებმა შესაძლოა მართლაც დაიწყონ ბარტერზე მუშაობა, რითაც ერთბაშად ორი პრობლემა გადაიჭრება..
მაურო იკარდი დიდი ხანია ნერიაძურის გეგმებში არ შედის, ხოლო დიბალას და იუვენტუსის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია რიგი გარემოებებიდან გამომდინარე.
Daily Mail-ი პარალელურად სხვა ინფორმაციას აქვეყნებს. პსჟ სერიოზულად განიხილავს არგენტინელის დამატებას და მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ ეცდება მოლაპარაკებების სასურველი სცენარით დასრულებას.
ლეონარდოს კარგად ესმის, რომ 50 მილიონად პაულოს ხელში ვერ ჩაიგდებს, მაგრამ გაზრდის თუ არა 80-100 მდე საკუთარ შეთავაზებას ჯერ კიდევ უცნობია.
იუვენტუსი თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვას ლა ჯოია გაასხვისოს, რის შემდეგაც მაურო იკარდის დამატებას ეცდება.
აი უბრალოდ ვისაც გინდათ დიბალას წასვლა და იკარდის მოსვლა დაასახელეთ რითი ჯობია იკარდი.. ინტერში რო ითამაშა არანაკლებ თამაშობდა იგუაინი ნაპოლში და მის ტრანსფერს რაც მოყვა კი ნახეთ. ინტერზე ათი თავით მაღალი როა იუვე ხო ვიცით და ინტერის წამყვანი შემტევი და ზოგადად მოთამაშე იუვესთვოს საშუალოზე ოდნავ კარგი ფეხბურთელი შეიძლება იყოს მხოლოდ. საერთოდაც ჩემი პირადი აზრით იკარდის იგუაინი და მანჯუკიჩი მირჩევნია დიბალაზე აღარაფერს ვიტყვი. და საერთოდაც ინტერიდან წამოსული ფეხბურთელი მინიმუმ იუვეს ფანებს არ უნდა გვინდოდეს სულ რომ მესი იყოს. აქ ერთერთმა აღნიშნა იუვე იმას კარგავს რაც გვიყვარს გულშემატკივრებს გუნდში. ჩემთვის და ყველა ტანისთვის იუვე მხოლოდ საყვარელი გუნდი არაა ესაა ჩვენი ცხოვრების სტილი… Read more »
დაეხიოს ბერნას დიბალა ერთ ადგილას :)
ხო აი ვზივარ და დეზინფორმაციას ვეძებ დიბალას პერსონალური ფანობა სექტობაა უკვე
დიბალას ფანობაა სექტობა რომელმაც ბევრი რამ დაამტკიცა არაერთხელ და ბერნარდეცკის ფანობა რას მივაწეროთ მაშინ?
დიბალა კიარა ნეიმარი მიდის პსჯ-დან და რონალდო წავიდა რეალიდან რა გახდა ეს დიბალა მაგიც არ მყავდეს ეხლა სასწაული კაით რაა
აწ ყველა იუვეს ფანია და არა დიბალასი. ბერნარდესკის დატოვება და დიბალას გაყიდვა რომ არის სისულელე მაგას უმრავლესობა ხვდება და არა ის რომ დიბალაზე აბოდებს ხალხს
რას ნიშნავს ჭორებია ?! ნედვედი,პარატიჩი იძახიან რომ ფიბალაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო, შესაბამისად დიბალა ტრანსფერზე დგას და კარფი წინადადების შემთხვევაში გაყიდიან აუცილებლად. Daily Mail წერს რომ პსჟ ნეიმარის შემცვლელად განიხილავს დიბოს და 80 მილიონს შესთავაზებენ იუვეაო,თანაც კავანი შემდეგ წელს მიდის ბექხემთან და აუცილებლად სჭირდებათ ახალი შემტევიო. ნეტა რუგანი ,მანჯუ და მატუიდი ვინმეს შევტენოთ .
არა აქვს ამ ბიჭს გული აქ, ეს არის ნაძალადევი და დაე წავიდეს…..
კაკრაზ მაგას აქვს გული აქ და არ უნდა არსად წასვლა. საიდან ჩითავთ ამ დეზინფორმაციებს?:mrgreen:
სულ ჭორებია. დიბალა არსად არ წავა.