ნაპოლი საქმიდან გადის
იტალიური მედია მაურო იკარდიზე:
ნაპოლიმ ინტერს 65 მილიონი წინადადებით მიმართა არგენტინელი ფორვარდის თაობაზე და მათგან თანხმობაც მიიღო..
თუმცა, მაურომ კიდევ ერთხელ უთხრა უარი აურელიო დე ლაურენტის და კულუარული ცნობებით, იგი ნერიაძურის მხოლოდ იუვენტუსის გამო დატოვებს.
არ არის გამორიცხული იანვრამდე სიტუაცია არ შეიცვალოს, ხოლო ზამთრის სატრნასფერო ფანჯრის პერიოდში მხარეებმა მართლაც მიაღწიონ რაიმე სახის კონსენსუს..
იუვენტუსის პოზიცია უცვლელია – 50 მილიონი ევრო, რაზეც ნერიაძური პასუხი მინიმუმ 90-100 მილიონია.. თავის მხრივ ტურინელები საქმეში არც პაულო დიბალას ჩართვას გეგმავენ, რომელსაც მილანელები ალტერნატიულ ვარიანტად საკუთარი ფორვარდის სანაცვლოდ ითხოვენ.
ნაპოლი თავის მხრივ გადის თამაშიდან და ახლა ფერნანდო ლორენტეს დამატებას ეცდება, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით არის მას შემდეგ, რაც ტოტენჰემთან ხელშეკრულება დაუმთავრდა.