ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:
შესნი – 6.5 – კარგია, როგორც ფეხით თამაშის დროს, ასევე უშუალო მოვალეობის შესრულებისას.
დე შილიო – 6 – რამდენიმე კომბინაციის მთავარი გმირია.. კარგია რიგ ართმევებზე და ასევე ზონების ჩაკეტვაზე.. ჟერვინიოს დიდი გასაქანი არ მიცა და ნაყოფიერად მიიწევდა წინ.. თუმცა, ორ-სამ ეპიზოდში ისეთ უწყინარ და ცუდ ზონაში დაკარგა ბურთი, რომ შეიძლება გუნდს მძიმედ დაჯდომოდა..
ბონუჩი – 6 – პირველ ნახევარში ინგლეზისთან ორთაბრძოლებში პრობლემებს განიცდიდა.. მეორე ნახევარში უმატებს და გაცილებით ყურადღებით მოქმედებდა.
კიელინი – 7 – ვერ ვიტყვით, რომ რაღაც სასწაული ძალისხმევა დაჭირდა, მაგრამ როდესაც ბურთი მის ზონაში ხვდებოდა, ის არავის ატარებდა. ყველაფერთან ერთად კაპიტანმა გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოუტანა.
ალექს სანდრო – 6.5 – მთელი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ დაუშვა შეცდომა, როდესაც პოზიციურად ვერ გათვალა სიტუაცია და ლაურენი ზურგს უკან დაიტოვა.. დანარჩენ შემთხვევებში ყურადღებით მოქმედებს და პარტნიორებს მაქსიმალურად ეხმარება.
ხედირა – 6 – იდეალური პირველი ნახევარი.. ეხმარება არამარტო პიანიჩს მძიმე სიტუაციებში, არამედ ყველა თანაგუნდელს, რომელსაც ესაჭროება.. ჩნდება იქ სადაც მძიმე მდგომარეობა იქმება და გერმანელი ჩვეული ცივსისხლიანობით ჭრის პრობლემებს.. მოქმედებს შემტევ მანევრირებებში და ერთი სიტყვით სარი მისით პირველ 45 წუთში უდაოდ კმაყოფილი დარჩებოდა.. თუმცა, მეორე ნახევარში ძალები ტოვებს, იწყებს შეცდომების დაშვებას და იღებს ყვითელ ბარათს.
რაბიო 63 წუთიდან – 5.5 – პირველ სამ შეხებაზე, სამ შეცდომას უშვებს და საკმაოდ ქაოტურად მოქმედებს. გარკვეულ დროის გასვლის შემდეგ წყნარდება, მაგრამ წინასასეზონო შეკრების დროს გაცილებით კარგად ირჯებოდა.
პიანიჩი – 6.5 – აი ბოსნიელზე პირიქით ითქმის.. თუ წინასასეზონო შეკრებისას მსუბუქად მოქმედებდა, აქ შეხვედრაში პირველივე წამიდან ჩაერთო და პროდუქტიულად იასპარეზა.. ჭკვიანური გადაცემები, მარტივი მოძრაობები და საიმედო ასპარეზობა უკანა ხაზში.. ეს ის ბოსნიელია რომელიც სარის ჭირდება.
მატუიდი – 6 – არის მომენტები, როდესაც ჰარმონიულ პროცეს ხელს უშლის, მაგრამ უმეტესწილად მისი მოქმედებები ფასდაუდებელია.. ფრანგის ჩაჭრები, ართმევები და დროული გადაადგილებები აპლოდისმენტებს იმსახურებს.
დუგლას კოშტა – 7 – ენერგიული და აქტიურია.. ბურთის მიღება და ხიფათის მოლოდინი ერთია.. მომენტალურად ფეთქდება და მიიწევს მეტოქის კარისკენ.
კუადრადო – 71 – 6 – ყოველთვის ზუსტი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ნაყოფიერად შემოდის.
იგუაინი – 6.5 – მსხვერპლს იღებს.. ეხმარება პარტნიორებს და უნთავისუფლებს თავისუფალ ზონებს.. მშვენივრად კომბინირებს რონალდუსთან და ფაქტიურად საგოლე გადაცემას უკეთებს, მაგრამ პორტუგალიელს მიზანმა უმტყუნა.. ბურთს მშენივრად ფარავს, ინარჩუნებს მაღალ ტემპს, აკეთებს ზონებს შორის ჭკვიანურ და სწრაფ გადაცემებს.. სარის დავალებები პირნათლად შეასრულა.
რონალდუ – 6 – იტანს გოლს, მაგრამ ვიდეო რეფერიმ გაუუქმა.. მშვენიერი გადაცემა იგუაინისგან და ამჯერად თავად უშვებს შანს ხელიდან.. მოძრაობს და ცდილობს მეტოქის კარზე თამაშს.. გონსალოსთან რიგ ეპიზოდებში პროდუქტიულად მოქმედებდა..
მარტუშიელო – 6.5 – კარგად იწყებს, მაგრამ შემდგომ თითქოს იკარგება გუნდთთან ერთად.. საბოლოო ჯამში შეხვედრას გამარჯვებით ასრულებს და ეს ყველაზე მთავარია.
აი ამას ვიძახდი რომ კოშტა შეიძლება ნებისმიერ დროს აილეწოს და სწორად ამის გამო დიბალას გაყიდვა იქნებოდა დანაშაული.
მატუიდის ძირითადში არაფერი ესაქმება!
კოშტა როდის აილეწება ხუიოვა…
ხედირას დდშვც
დეშილიოს უკვე აღარ ვაგინებ თორე გამრავლდებიან!
აი ამ ხალხის გარეშე მინდა იუვენტუსის ყურება!(კოშტას ტრავმიანობაც ამოვიდა ყელში რა…ბაიერნმა ალბათ მაგიტომ მოიშორა რო ვერ დაეყრდნობი სეზონში)
ეს მარტუშიელო მერდების მწვრთნწლი ყოფილა 2 წელი ანუ სპალეტის თანაშემწე
ვილაპარაკოთ კაია და მაგარი კოშტა რა ჩემ ფე…ად გვინდა სულ თუ ასე დაიტრამვა და არა ნადიოჟნი იქნა???…………
ძმებო კოშტა ხომ არ დაიტრამვა??ვინმემ იცით??
კი შეცვალეს ტრავმის გამო