AS:”იუვეს და ბარსას შორის მოლაპარაკებები განახლდა”
AS-ის მტკიცებით ივან რაკიტიჩის იუვეში გადასვლა ძალზედ რეალური გახდა:
მას შემდეგ რაც ხორვატმა ლა ლიგის საწყის ორ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, გაჩნდა ცნობები რომ შუახაზელი კატალონიას მალე დატოვებს.
იუვე დიდი ხანია რაც რაკიტიჩით ინტერესდება და ახლა შესანიშნავი დროა, რომ მხარეებმა საერთო ენა გამონახონ.
დაახლოებით ორი კვირის უკან, მხარეებს შორის მთელ რიგ მოთამაშეებზე შედგა საუბარი და ერთ-ერთ ვარაინტად რაკიტიჩი-ჯანის ბარტერი განიხილებოდა..
ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით აღნიშნული ვარიანტი დღის წესრიგში დაბრუნდა და მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლეს.
ემრე ჯანი ყველასთვის მოულოდნელად მაურისიო სარის გეგმებში ნაკლებად შედის და შესაბამისად ბიანკონერი მის გასხვისებას ან გარკვეულ ბარტერში გამოყენებას გეგმავს.. რაკიტიჩი ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია.