ოფიციალურად: მავიდიდი და პერეირა “დიჟონის” ფეხბურთელები არიან
“იუვენტუსი U23”-ის ფეხბურთელები სტეფი მავიდიდი და მათეუს პერეირა კარიერას “ლიგა 1-ის” ბინადარ “დიჟონში” გააგრძელებენ. ფრანგულმა კლუბმა ორივე მოთამაშე ერთწლიანი არენდით გაიფორმა.
21 წლის ინგლისელმა და ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა გასულ წელს “იუვენტუსის” მთავარი გუნდს მაისურიც მოირგეს. მავიდიდი მოედანზე ერთხელ გამოჩნდა “სპალთან” 2-1 წაგებულ მატჩში, ხოლო პერეირამ “სერია ა-ში” 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, მან ასევე მონაწილეობა მიიღო აზიურ ტურნეში სადაც “K ლიგის” ვარსკვლავებთან მატჩში ულამაზესი გოლის გატანა შეძლო.
https://twitter.com/i/status/1167084780111966208
https://twitter.com/i/status/1167052798288105472