Mirror:”იუვე ერიქსენს ინაღდებს”
Daily Mirror-ი ექსკლუზიურ ცნობებს აქვეყნებს:
კრისტიან ერიქსენის გარემოცვიდან ცნობილი ხდება, რომ დანიელმა საბოლოო უარი უთხრა მაურისიო პოჩეტინოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
ამის მიზეზი კი ტურინის იუვენტუსია, რომელიც ერიქსენთან და მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე 5 თვეა აწარმოებს.
დიდი ალბათობით, მხარეები საბოლოო შეთანხმებას მალე მიაღწევენ და 2020 წელს შუახაზელი ბიანკონერის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ამ ეტაპზე, ცნობილი ხდება რომ ფაბიო პარატიჩი კრისტიანს 5 წლიან კონტრაქტს და სეზონში 10 მილიონ ევროს თავაზობს..