719 მილიონი..
CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიის მტკიცებით, იუვენტუსმა არსებული შემადგენლობის დასაკომპლექტებლად არც მეტი არც ნაკლები 719 მილიონი ევრო დახარჯა..
ამ ციფრებში თავისთავად უნდა შევიყვანოთ სხვადასხვა რაოდენობის საკომისიოც, რომელიც ამა თუ იმ ფეხბურთელის დასამატებლად იქნა გაღებული..
ამ თანხით იუვენტუსი ბარსელონას უსწრებს (697), თუმცა პირველ პოზიციას ჯერჯერობით მყარად ამაგრებს ინგლისური მანჩესტერ სიტი, რომელსაც 1 მილიარდი აქვს დახარჯული!
ტურინელები საუკეთესო ხუთეულში შედიან და როგორც ჩანს აღებული ტემპის დაგდებას არ გეგმავენ, რადგან წლიდან წლამდე მინიმუმ ერთ სუპერ გასროლას თავისუფლად ახერხებენ.
მეორე პოზიციაზე არის პსჟ– 916 მილიონით, მესამეზე მადრიდის რეალი 902 მილიონით, ხოლო მეოთხეზე მანჩესტერ იუნაიტედი 751 მილიონით..
მომდევნო იტალიური კლუბი რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მილანია, რომელიც მე-13 პოზიციას იკავებს 408 მილიონით.. ინტერი მე-14 364 მილიონით..