ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში დაძაბული სიტუაცია სუფევს

ტურინში ულტრასებსა და იუვენტუსის ხელმძღვანელობას შორის, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა სუფევს:

იტალიელმა სამართალდამცავებმა გუშინ ბიანკონერის ერთბაშად რამოდენიმე მძლავრი ფან-კლუბის წარმომადგენელი დააკავა, რომელთა საერთო ჯამმა 39 ადამიანი შეადგინა.

მათ გარკვეული ასოციაცია ჰქონდათ შექმნილი, რითაც კლუბს აშანტაჟებდნენ და მათგან თავისუფალ ბილეთებს იღებდნენ.. 2017/18 წელს მსგავს მაქინაციურ გეგმას ბოლო ბიანკონერის ხელმძღვანელობის მხრიდან გატარებულმა ქმედებებმა ბოლო მოუღო, მაგრამ ტალღა ეტაპობრივად მატულობს.

ულტრასები იმუქრებოდნენ, რომ მატჩების მსვლელობის დროს ისინი რასისტული შინაარსის ტექსტებს იყვირებდნენ, რითაც სტადიონის დისკვალიფიკაციას ან კონკრეტული ტრიბუნის ჩაკეტვას გამოიწვევდნენ.

დიდი ალბათობით ტურინელი სამართალდამცავები გააგრძელებენ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას და დაკავებულთა ციფრი მეტად გაიზრდება.

აქვე, ადგილობრივი პოლიციის უფროსის ჯუზეპე დე მატეისის განცხადებით, მოახლოებული შეხვედრა სადაც იუვე ვერონას დაუპირისპირდება, შესაძლოა დიდი შეტაკებების ეპიცენტრად იქცეს, რადგან აქ ერთმანეთს ორი რადიკალურად განწყობილი ფან-დაჯგუფება შეხვდება..

არ არის გამორიცხული, დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე ეს შეხვედრა გადაიტანონ კიდევაც..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bianconeri.10
5 years ago

ინტერს 1.65 რატომ აქვს კუში ? :D

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  Bianconeri.10

იმედია დღეს უკვე გაქვს მაგ კითხვაზე პასუხი :D მზეგუნდაა მზეგუნდა!სლავიამ დაადუღა რასაც ქვია,პროსტა იმათაც მეტი კლასი არ ქონდათ და ვერ ამოტენეს.არც ქულა არ ეკუთვნოდა ინტერს მარა ამდენს რო ვერ გაიტან კი დაისაჯა სლავიაც. :oldman:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x