ანიელი ულტრასებთან დაკავშირებით
ანდრეა ანიელი ფანებთან დაპირისპირებას ეხმაურება:
“2018 წელს, სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქმეში პოლიცია ჩაგვერთო.. აქამდეც ვიცოდით, რომ ულტრასების რიგებში იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე პირები, როგორებიც არიან ტოია, გრანჩინი და მოჩოლა..
თუმცა, ეს ყველას არ ეხება და მათ რიგებში ნამდვილად არიან იუვენტუსის ჭეშმარიტი ქომაგები!
შესაძლოა მუქარა, რომელიც მათი მხრიდან მოდიოდა არ განეკუთვნება რაღაც კრიტიკულს, თუმცა სხვადასხვა სახის საფრთხეს ნამდვილად გრძნობდა.. იგივე შეძახილები და ან გარკვეული ქცევები, რომლის შემდეგაც სტადიონს და კლუბს დისკვალიფიკაცია ელოდა..
სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ საქმეში სამართალდამცავების ჩართვა, რადგან ამ ყოველივეს აღკვეთა კლუბს შიდა რესურსით ნამდვილად აღარ შეეძლო.”