ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ექს თავკაცი მოწინავე გრანდების სამიზნეა

ინგლისური და იტალიური მედია მაქს ალეგრისთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებენ:

მართალია ტოსკანელმა ერთ წლიანი პაუზა აიღო და თავდაპირველად განაცხადა, თითქოს დიდი ფეხბურთისგან დასვენებას აპირებდა, თუმცა მას ჯერ რეალი, შემდეგ ბარსელონა, ახლა კი მანჩესტერ იუნაიტედიც დაუკავშირეს..

თუ ბრიტანულ წყაროებს დავუჯერებთ, სწორედ იტალიელი სპეციალისტი არის უმთავრესი კანდიდატი, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ჩაანაცვლებს..

მართალია ნორვეგიელი კლუბის ლეგენდაა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით წითელმა ეშმაკებმა მიმდინარე სეზონი ძალზედ ცუდად დაიწყეს..

კულუარული ცნობებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მაქსი ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს გადის, რაც ამ ინფორმაციას კიდევ უფრო რეალურს ხდის.

კიდევ ერთ შესაძლო ვარიანტად ალეგრის გარდა მანჩესტერელთა ექს უკანახაზელ ლორან ბლას ასახელებენ.

ფრანგი ინგლისელთა რიგებში 2001-03 წლებში ასპარეზობდა.. ბოლოს კიპსჟ-ში მუშაობდა, რომელიც 2016 წელს დატოვა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ნამუსი არ აქვთ ამ გრანდებს თუარა ამხელა ტალანტის გაცდენა იქნებოდა თუნდაც 2 თვით? :lool:

ამას მაქსიმუმ 1-2 ნორმალური გუნდი გამოცდის და მერე ამოყოფს თავს სერია ბ_ში…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს ჯერ არავის წაუყვანია? მე მეგონა ერთი 9 გრანდი ქონდა უკვე გამოცვლილი, ისე მაგარი იყო იუვეში :lool:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ლიგაზე გაიყვანს მაგრამ ტიტულს ვერ მოუგებს იქ

ALLENATORE
5 years ago

ალეგრი მანჩეტერში ))) არ ვურჩევდი მანდ წასვლას :D ))) პსჟ იქნება კაი ალეგრისთვის ) საფრანგეთის ჩემპიონატს მოიგებს :D:D:D ))))

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago
Reply to  ALLENATORE

ალენატორე დაკვირვებული იქნებოდი იუვეს ახალ სტილზე და შენ როგორ ფიქრობ სტილია ცუდი არჩეული თუ სტილი კარგია მაგრამ ფეხბურთელები ჯერ ვერ ამუღამებენ? მე პირველი მგონია. სწრაფი გადაადგილება , კომბინირება და მაღალი პრესინგი , ამას ავალებს სარი რაც ჯერჯერობით მხოლოდ ავალებს ….

ALLENATORE
5 years ago

ჯერჯერობით არანაირი სტილი არ ჩანს )) პრესინგი ნაკლებად შეინიშნება )) შარშანდელ სტილში თამაშობს გუნდი )) გამონაკლისი ისაა რო პასების რაოდენობამ მოიმატა და შეტევის განვითარების სხვა ვექტორია )) აღარ არის უკვე ყველა შეტევაზე პადაჩა რონალდუზე )) ნუ რონალდუ ეგეთ სტილში სადაც ფლანგზე დგას )) 20 გოლსაც ვერ გაიტანს იტალიაში ))) 23 წლის ბიჭი აღარაა უკვე ))) დამუღამებას რაც შეეხება ) შემტევი ფეხბურთის თამაში მაღალი დაცვით და პრესინგით არ არის ადვილი სათამაშო და დრო ჭირდება ) გუარდიოლაა ნათელი მაგალითი ფაქტიურად ყველა გუნდი მინიმუმ 1 წელი დურაკას თამაშობდა :D )) გამონაკლისია ბარსა სადაც ყველაზე ცოტა დრო დაჭირდა იქედან გამომდინარე რო ხავი მესი და… Read more »

სვანჩიკა
სვანჩიკა
5 years ago
Reply to  ALLENATORE

აი ზუსტად ინგლისში და მანიუში უნდა წავიდეს ვნახოთ რას იზამს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:up: :up:

სვანჩიკა
სვანჩიკა
5 years ago

დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ალეგრის მანიუში მჯერა შედეგასაც დადებს პრემიერლიგაში აბა ვნახოთ რამოხდება:)))

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x