ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ტურინელთა შეფასებებს ბრეშიასთან გამართული მატჩის შემდეგ:
შესნი – 5 – საწყის წუთებშივე უშვებს უხეშ შეცდომას, რის გამოც გუნდი გარკვეული წუთები ქაოტურ ფეხბურთს თამაშობს. სხვა შემთხვევებში მეტი ყურადღებით მოქმედებს.
დანილო – 6 – დაცვაში კარგია, თუმცა ჩაწოდებებზე აშკარად მართებს მეტი მუშაობა..
კუადრადო – 19 წუთიდან – 6 – ბრაზილიელის ადრეულმა ტრავმამ, კოლუმბიელს შეხვედრის ჩართვის საშუალება მიცა. რამდენიმე კარგი იდეა და საიმედო გარჯა.
ბონუჩი – 6.5 – თავიდანვე გებულობს, რომ ეს არის დღე სადაც ბრძოლა მოუწევს.. ერთვება საქმეში და გუნდს თავდაჯერებულობას მატებს.
დე ლიგტი – 6.5 – რაც ტურინში გადმობარგდა, ეს ალბათ ყველაზე კარგი მატჩი იყო.. დიდი პასუხისმგებლობით და ცივსისხლიანობით გამოირჩევა.. კონტური იმ დე ლიგტის, რომლის სანაცვლოდ კლუბმა დიდი თანხა გადაიხადა.
ალექს სანდრო – 6 – მართალია დონარუმას დარტყმულს მშვიდად უყურებდა, რომლის შედეგადაც გოლი გავიდა, მაგრამ.. საბოლოო ჯამში მარცხენა ფლანგის სრული ბატონ პატრონია..
ხედირა – 6 – ცოტაოდენი დაძაბულობა, მაგრამ უმეტესწილად როდესაც თქვენ მისი დახმარება გესაჭიროებათ, გერმანელი მუდამ მზადყოფნაშია.. აზღვევს ყველას და ყველაფერს.
პიანიჩი – 7 – მის წინააღმდეგ რომულო ირჯება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არეალის შეზღუდვას.. თუმცა, ბოსნიელი პოულობს თავისუფალ სივრცეს, რომლის დახმარებითაც გუნდის სათამაშო ტემპის ამაღლებს ხელს უწყობს. მეორე ნახევარში მისი ზუსტი დარტყმა მიზანს აღწევს და ტურინელები მორიგ სამ ქულას იფორმებენ.
რაბიო – 5.5 – სარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრანგს ფსიქოლოგიური სახის პრობლემები აქვს.. პირველი ნახევარი ამის დასტური გამოდგა.. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, იგი მეორე ნახევარში ეტაპობრივად იზრდება.. არ ბრწყინავს, მაგრამ გვაჩვნებეს თუ რა შეუძლია და ეს უკვე რაღაცაა.
რემზი – 6.5 – უკვე ვერონასთან შეხვედრაში დადასტურდა, რომ იუვემ ფანტასტიური ფეხბურთელი დაიმატა.. ზონებს შორის ჭკვიანურად მოქმედებს და თან საკმაოდ სწრაფ ტემპში.. მუდამ მზად არის პარტნიორებს შეტევის განვითარებაში დაეხმაროს და ახალი სივრცეები შექმნას..
ბერნარდესკი – 6 – 70 წუთიდან – დიახ, ფედერიკოს ტურინში ყოფნის პერიოდში ახლა ყველაზე რთული პერიოდი უდგას.. ბლოკავენ, მაგრამ იბრძვის.. გუნდს ენერგიას მატებს და რაც მთავარია, დაუღალავად გაადგილდება მთელს მოედანზე.. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. როგორც სარიმ თქვა, მას სხვა პოზიციაზე ხედავენ და გუნდი მზად არის ფედერიკოს მაქსიმალურად დაეხმაროს, ახლა მთავარია მან საკუთარ თავში რწმენა არ დაკარგოს.
დიბალა – 7 – დგება ეპიზოდი, როდესაც ფიქრობ რომ ამ ქსელიდან ვერაფერი გამოძვრება, მაგრამ მომდევნო წამში ხედავ პაულოს ბურთთან ერთად მყოფს, რომელიც გზად ყველას და ყველაფერს ანადგურებს. არგენტინელმა რეინკარნაცია განიცადა და ზუსტად ის მოთამაშე ხდება, რომელიც იუვეს ძალიან გამოადგება. ახალი იდეების გენერატორი, მათი შემსრულებელი და ეფექტური.
იგუაინი – 5.5 – ჰქონდა შანსები.. გატანაც მართებდა, მაგრამ ეს არ იყო მისი საღამო.. შეცდომები უფრო მეტი იყო, ვიდრე სწორი გადაწყვეტილებები.
სარი – 6 – ინდივიდუალური შეცდომის გამო გუნდი მატჩს მძიმედ იწყებს, მაგრამ ეტაპობრივად გონზე მოდის და ჩვენს წინაშე ის თამაში ვითარდება, რომლის დანერგვაც სარის ძალიან უნდა. იყო ეპიზოდი, როდესაც ფეხბურთელები აქტიურად მიიწევდნენ გამარჯვებისთვის, რის გამოც მეტოქეს კონტრ შეტევის შანს უტოვებდნენ.. მაგრამ ბრეშიამ ამ საღამოს მიზნის მიღწევა ერთხელს მეტად ვეღარ შეძლო.
კი სრული ბატონ პატრონი იყო, უბრალოდ მეორე ტაიმში კუთხურის ალამთან რაც გაუკეთეს მაგნაირი დე შილიოსთვის არ გაუკეთებია არავის
კარგია რომ ამ ტანჯვა-ფეხბურთით ქულებს ვაგროვებთ. იმედია მალე მოიხოდებიან. ბრეშას დონის გუნდს ასეთ მომენტებს არ უნდა აქმნევინებდე საკუთარ კართან. ეს სწრაფი კასანიებით თამაში საყურებლად ლამაზია, მაგრამ ქაოტური და უშედეგოა, გეგონება ვარჯიშზე არიან და დავალებული აქვთ რომ ერთი შეხებით ითამაშონ და სახიფათო მომენტის შექმნა საერთოდ არ მოეთხოვებათ. ვნახოთ რა გამოვა.