სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია
გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკოფერენციას:
“მარიო მანჯუკიჩთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია.. იგი ეთანხმება კლუბის პოზიციას და სანამ სხვადასხვა ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება, აღნიშნული მდგომარეობა ყველასთვის მისაღებია.
დანიელე რუგანის მომავალში ნამდვილად შეუძლია გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი გახდეს.. მას ექნება თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ როგორ გამოიყენებს ეს მასსზეა დამოკიდებული.
სამ მცველიან ტაქტიკას არ განვიხილავ, რადგან იმ მოდულს და ფილოსოფიას რასაც ახლა ვნერგავთ, არ შეიძლება საჭირო გარანტიის მოცემა, რომ აღნიშნული ტაქტიკა პრობლემას გადაჭრის.. მან შესაძლოა უფრო სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.. სამი მცველით შესაძლოა კონკრეტული შეხვედრის რამდენიმე წუთი ვითამაშო, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი.
ანდრეა ბარძალის დაბრუნებით კმაყოფილი ვარ.. მას ჯერ კიდევ ზაფხულში ვესაუბრე და ანდრეამ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.. მითხრა, რომ პასუხს სექტემბერში გამცემდა და არ დაუგვიანია.. ბარძალისგან თანხმობა მივიღე, რომელსაც წინ დიდი სამუშაო ელის.. დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება მცველებს პოზიტიურად წაადგება.. მაგალითად ხუან კუადრადოს, რომელსაც განაპირა მცველის მოვალეობის შესრულება მოუწევს.
ჯერჯერობით შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ ვარ.. გუნდში არიან მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც ძალუძთ მცველის ფუნქციების შესრულება..
ემრე ჯანის რეაქცია საწვრთნელ პროცესზე ძალიან კარგია.. რამდენად შეძლებს თამაშს არ ვიცი, მაგრამ გერმანელი სწორ გზას ადგას.. უდაოდ მაღალი დონის მოთამაშეა და შევეცდებით სასურველ კონდიციებში რაც შეიძლება მალე შევიყვანოთ.
პრობლემები დაცვის ხაზში? ვმუშაობთ და გუშინდელ საწვრთნელ სესიაზე კონკრეტული გზით მივდიოდით.. დღეს სხვა რაღაც ვცადეთ და აქედან ერთ-ერთს ნამდვილად ავირჩევთ..
აარონ რემზის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მან ტრავმა ახლახანს მოიშუშა და მისი 90 წუთით დატვირთვა კარგს არაფერს მოგვიტანს..
ფეხბურთლები გვაძლევენ საშუალებას სხვადასხვა ტაქტიკური სქემით ვითამაშოთ.. ახლა ყველაზე ხშირად ორს ვიყნებთ და კონკრეტულ შედეგზე საუბარი მაშინ იქნება კარგი, როცა რამდენიმე მატჩიან სერიას გავმართავთ..
კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონია.. პაულო დიბალა დიდი ტექნიკური მახასიათებლებით არის დაჯილდოებული, ხოლო გონსალო იგუაინს ნებისმიერ პარტნიორთან შეუძლია პროდუქტიული გარჯა.. დიახ, მათ ერთად ნამდვილად შეუძლიათ ასპარეზობა..
ტრეკუარტისტას პოზიციაზე სხვა მოთამაშეს განვიხილავ, მაგრამ პაულოს ამ როლშიც შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა, ისევე როგორც ფედერიკო ბერნარდესკის..
ადრიენ რაბიოზე ბრეშასთან თამაშის შემდეგ ცუდი არაფერი მითქვამს.. მე აღვნიშნე, რომ მას გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია.. 2019 წელს მოედანზე პირველად გამოჩნდა და არ შეიძლება ფეხბურთელის კრიტიკა და ყველაფრის ასე მალე მოთხოვნა.. ფრანგმა მეორე ნახევარში მეტი თავდაჯერებულობა გამოიჩინა და დარწმუნებული ვარ მალე მოუმატებს, რადგან ბრწყინვალე თვისებები გააჩნია.
თქვა ამ კაცმა სამ მცველიანი გამორიცხულიაო ) სამ მცველიანს რატო თვლით იდეალურად? მაგ შემთხვევაში ფლანგებია შესაფერისი საჭირო ) ახლა პეს-ში ან ფიფაში თუ აყენებთ და გადგებათ, ეგ არაფერს ნიშნავს.
ალეგრის როტაციებმა მართლა დაღუპა თავის თავიც და გუნდიც.ხანდახან კია საჭირო ცვლილებები მაგრამ ძაან ხშირადაც არა ჩემი აზრით.ისე ეს დე შილიო როგორ დატოვეს აზრზე არ ვარ რა ან რა უნდოდათ კანსელოსგან ან სპინაცოლასგან ორივე როგორ გაუშვეს შტერები რა კანსელო დამენანა მაგრად.დაგლას კოსტა მაგრად მომწონს მაგრამ ტრავმვების გამო გასაშვებია ეგეც.ნუ მოკლედ ამათ დიბალას გაშვება რო ვერ მოახერხეს კიდევ კაი თორე მაგარი გადებული გვექნებოდა!
და მატუიდი რო ვერ გაყიდეს. შეიძლება მანჯუკიჩზეც იგივე ვთქვათ ცოტა ხანში :)
დროებით 3-4-3 ან 3-4-1-2 სქემა ზედგამოჭრილი იქნებოდა.
ფლანგური მცველების არყოფნაში ლატერალებად მარჯვნივ კვადრადო და მარცხნივ მატიდი.
ამ ორის განაპირა მცველებად დაყენება რბილად რომ ვთქვა არაპროდუქტიული იქნება.
ერიკსენს ისე აქებენ რავიცი :D ))) მე მაგ ერიკსენში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს ))) ყველა პრინციპულ თამაშში აჩრდილია მოედანზე ))) პიანიჩის ტიპის იგროკია თითქმის ) პიანიჩი და ერიკსენი რო დაყენო ერთად მე მგონია გაჭირდება საქმე და ბევრი რაღაც დაიკარგება ცენტრში ))) პოგბა კიდე სულ სხვა თემაა ))) პოგბა ისეთი ტიპის იგროკია რომელსაც აბსოლიტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია ცენტრში ) რასაც ვერ ვიტყვი ერიქსენზე ))) სარის რაც შეეხება ნაპილიდან რატო გაუშვა დელაურენტისმა ? და რატო ქონდათ უთანხმოება ? )) ბევრ ინტერვიუში თქვა დელაურენტისმა რო სარის მხოლოდ ერთადერთ რამეში არ ეთანხმებოდა )) როტაციაააა ))) ანუ როტაციას არ აკეთებდა არანაირსო )) ეგ რო თქვა გამიკვირდა… Read more »
როტაცია აუცილებელია მაგრამ არა ალეგრი რომ აწვებოდა ისეთი. მაგის გამო გამოაშტერა სანდრო , გასაგებია თამაში ყველას უნდა მაგრამ ახლა ისეთი დროა.მთავარი შეთამაშება უფროა, მითუმეტეს ახალ სტულზე გადართვა გაუჭირდათ
4-3-1-2 სქემაზე რას იტყვი რაღაც მომეჩვენა ამ სქემაში უფრო ჩაჯდნენ იგროკები თუ…..???დაიწყე ხო სარის კრიტიკა უკვე ყველას ასწრებ მის კრიტიკაში მოიცა შენ თუ ალეგრი არ მოგანატრო და არ გაღიარებიო მისი სიმაგრე აგერ ვნახავთ
სარი ვინ არის აბა ? )) რასაც ვთვლი რო არასწორია ვწერ )) ისევე როგორც ალეგრის არ მომწნდა ბევრი რამ ))) აბა პიროვნულად კი არ მევასება ან არ მევასება ვინმე :D )) ნუ ფაქტი კარგია რო სხვა სქემაც გამოიყენა :D )) მარტო ერთი სქემით რთულია თამაში )) ამ სქემაში უფრო დატვირთული იყო მოედნის ცენტრი ) გარდა სამი ნახევარმცველისა დიბალაც ჩამოდიოდა უკან და მეტ პასს აკეთებდა გუნდი ) თუმცა უაზრო პასებს აზრი არ აქვს ) ფაქტია რო მომენტების ნაკლებობაა ))) თუმცა წინა შეხვედრებთან შედარებით რაღაც ონახაზი იყო ))) ალეგრიზე აღარ დავწერ არაფერს გეწყინება შენ :D:D:D )))
არა ამ სქემით სჯობს მგონი გაგრძელება გუნდი უფრო შედარებით დალაგდა არვამბობ იდეალურია უბრალოდ უფრო დალაგდა ვნახოთ :))) მართალი ხარ ალეგრიზე არ დაწერო არა კიარმეწყინება უბრალოდ სუბიექტური ხარ მის შეფასებაში არ გევასება და მორჩა და მესმის კაი აღარ გავაგრძელოყთ ალეგრის ტემა მალე აღიარებ მას :))))))რემზი მოედანზე კარგია პლიუს რაც დღეს თქვა დიბალა ტრეკვარისტა იგუ-რონალდო წინ რემზი-პიანიჩი-რაბიო ცენტრში კარგი იქნება მაგრამ ამ დროს სასტავიდან ვარდება კოშტა და ამას არიზამს ნუ ხან ასე ხან ისე სქემები ;))))))
რას ეძახი შენ სუბიექტურობას ?? ))) ალეგრიმ ამოწორა თავისი თავი გუნდში ) რაც დრო გადიოდა უფრო უარესდებოდა თამაში სტილი ))) თამაშებში სადაც მეტოქე ჯობდა და იგებდა გაჭირვებით ბოლონიებთან და ეგეთ გუნდებთან )) მატჩის მერე კმაყოფილი იყო ))) მესმის რო შეილება რთული მეტოქეა და ვერ ითამაშო კაი ფეხბურთი ცუდი ფეხბურთითაც რო მოიგებ ეგეც კარგია მაგ დროს ) მაგრამ ალეგრის ეგ ჩვევად ექცა )) იტალიაში სასულოსთან რო წესიერ შეტევას ვერ გააკეთებ და იგებ იმით რო სასუოლოს დონის გუნდებს არანაირი რესურსი არ აქ ))) როგორ გინდა მერე ლიგაზე აიაქსის დონის სწრაფ გუნდებს ეთამაშო რამე გააზრებული ფეხბურთი ?? ))) კიდე გავაგრძელო რა იყო ცუდი… Read more »
alegri saertod ar mixsenebia arsad zemot )) shen axsene )) tu ar ginda alegrize saubari daiviwye saertod )) inglisshi tu wavida mere shevapasot )))))
წამოეყვანათ მერე ალისონი თავის დროზე შესნის მაგივრად. მოვარებულ იქნებოდა მეკარის პრობლემა მინიმუმ 10 წლით!
ნახევარდაცვიდან თუ ვინმე არ წავიდა არ მგონია ვინმე დაიმატონ
ერიქსენზე დაწერა დეილი მეილმა,რომ იუვეში გადავა იანვარშიო )) ძაან მაგარი შევსება იქნება )) ერიქსენი პიანიჩი კაი პონტია ) :D
ეგენი ისინი არიან დიბალა ჯერ ტოტენჰემში, რომ გაუშვეს და მერე იუნაიტედში.. არ ვენდობი