იტალიური მედია:”საქმე ახლოვდება..”
ბოლო რამდენიმე საათია პრესაში კრისტიან ერიქსენთან დაკავშირებით სიახლეებმა იმატა:
უკვე იანვარშივე შეიძლება, რომ ნებისმიერი კლუბი რომელიც დანიელი ნახევარმცველით არის დაინტერესებული, ტოტენჰემის გვერდით ავლით თავად მოთამაშეს დაუკავშირდეს.
კულუარული ცნობებით, ფეხბურთელის აგენტთან ფაბიო პარატიჩის არაერთი შეხვედრა ჰქონდა გამართული, მაგრამ ახლა სიტუაცია კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება.
ტოტენჰემი წამგებიან სიტუაციაშია, რადგან ივნისში 0 ევროდ დაკარგვის ალბათობა საგრძნობლად დიდია და ამიტომაც ჩნდება კონკრეტული შანსი, რომ ლონდონელებმა იანვარში ერიქსენის გაშვება სერიოზულად განიხილონ.
ბიანკონერის ყურადღებით ყოფნა მოუწევს, რადგან შესაძლოა ახლა 30 მილიონის გადახდას არ გეგმავენ, მაგრამ თუ რეალმა ან მანჩესტერმა ქმედითი ნაბიჯები გადადგეს, მაშინ მათ მართლაც მოუწევთ საქმეში ჩართვა.. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ კრისტიანი რეალურად სურთ!
ერიქსენია სტურარო ხო არა , იყიდე რა 30 ად. ზაფხულში იქნება კონკურენცია და არამგონია მანამდე იუვეს შეუთანხმდეს