პაოლო ნიკოლატო მოიზე კინის პრობლემებზე საუბრობს
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაოლო ნიკოლატო მოიზე კინზე საუბრობს:
“პირველი მატჩის მოგება კი მოვახერხეთ, მაგრამ ირლანდიელებთან შეხვედრა 0-0 დავასრულეთ.. აქედან გამომდინარე სომხებთან მატჩი სერიოზულ სახეს ღებულობს.
მათთან იოლი მატჩი არ გველის და ეს ყველამ კარგად ვიცით.. ბრძოლისთვის მზად ვართ და ვფიქრობ, ჩემს გუნდს პრობლემების ამოხსნა ძალუძს.
კარგი შეხვედრის მოლოდინში ვარ და აქედანვე უნდა ვთქვა, რომ კვალვინდებურად 4-3-3 ტაქტიკურ მოდულს გამოვიყენებთ.
მოიზე კინი არის ფორვარდი, რომელიც დაჯილდოებულია კარგი მახასიათებლებით, მაგრამ მისი ახალგაზრდული ასაკიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ჯერ საჭირო ბალანსის პოვნა უჭირს.
ემოციური თვალსაზრისით, ის ჯერ კიდევ ბავშურ დონეზე იმყოფება და როდესაც დიდების სამყაროში იყურება, არ იცის თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამა თუ იმ გამოწვევას”.
ბალოტელის ეკონომიური ვერსია გაიჩითა.