სიახლეები კონტინასას საწვრთნელი ბაზიდან
სიახლეები კონტინასას საწვრთნელი ბაზიდან:
პოზიტიური სიახლეებია ტრავმირებულებთან დაკავშირებით..
დანილომ და მატია პერინმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს და ისინი მზად არიან გუნდის განაცხადში დაბრუნდნენ.
აარონ რემზიმ პროცესის გარკვეულ ნაწილში მიიღო მონაწილეობა და მისი დაბრუნება, წესით და რიგით მალე მოხდება.
მატია დე შილიო და დუგლას კოშტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.. მათი სარეაბილიტაციო კურსი პოზიტიურად ვითარდება და მათ დაბრუნებასაც მალე უნდა ველოდოთ.
როდრიგო ბენტანკურმა და მირალემ პიანიჩმა სანაკრებო ბატალიების გამო, დამატებით ერთ დღიანი დასვენების უფლება მიიღეს.