ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ლოკომოტივთან მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო:

“ხვალ, ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან კარგ და ორგანიზებულ კლუბს ლოკომიტივის სახით.

ეს არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ დიდი პატივისცემით მოპყრობა გვმართებს.. აუცილებელია სიმშვიდე მთელი 90 წუთის მანძილზე შევინარჩუნოთ.

რთული მატჩის მოლოდინში ვარ.. შემიძლია გითხრათ, რომ პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი სრულ მზადყოფნაში არიან.

კრიშტიანო რონალდუს
ვარჯიშის ყურება, სულიერი სიმშვიდის და ბედნიერების განცდას მაძლევს.. მას საოცარი მენტალიტეტი გააჩნია და ყველაფერთან ერთად, შეუძლია საკუთარ თავს და გუნდს ახალი მიზნები ყოველდღიურად დაუსახოს.

მაშინ, როდესაც მე-700 გოლი გაიტანა, უკვე მე-800-ზე ბურთზე ფიქრობდა.. ეს არის მიდგომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაითავისოს.. მერწმუნეთ ასეთი რამ გადამდებია!

პორტუგალიელი მარწმუნებს, რომ ყველაზე მთავარი არის მენტალიტეტი! მას ეს ყოველივე რაღაცით უფრო მეტი აქვს..

აარონ რემზი გამოტოვებს მოახლოებულ დაპირისპირებას.. მას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა არა აქვს, მაგრამ ვარჯიშის დროს ბარძაყის არეში მალევე გრძნობს გადაღლას.. ეს შესაძლოა გარკვეული რისკის შემცვლელი იყოს და ამიტომაც უელსელი ახლა კუნთების გამაგრებაზე მუშაობს, რათა მომავალში მსგავსი დისკომფორტი აღარ ჰქონდეს.

დანილო უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად ვარჯიშობს.. არ ვარ დარწმუნებული შეძლებს თუ არა 90 წუთით ასპარეზობას, მაგრამ რომ გამოჯანმრთელდა ეს ფაქტია.

რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ყველასთვის მნიშვნელოვანია.. მაგრამ როდესაც ასეთი დიდი შემადგენლობა გყავს, როგორიც ახლა ჩვენია, ეს წარმოუდგენლად რთული ამოცანაა..

ადრიენ რაბიოს შემთხვევაში ყველაზე პოზიტიური არის ის, რომ მინდორზე დიდი ხანი არ იყო გამოსული, თუმცა ეტაპობრივად უფრო და უფრო უკეთ გამოიყურება.. ფრანგს ვარჯიშებზეც შეუძლია პროგრესირება და ეს ფაქტი ძალიან მახარებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vega
vega
4 years ago

ამ არონას რა სჭირს ასეთი ტო. იმედია დადგება ეს ფეხზე და ჰიოვედესივით სამკურნალოდ არაა ჩამოსული.

davit davitadze
david
4 years ago
Reply to  vega

vega:-D

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x