ანიელი:”ჩვენ გავცდით იტალიურ მასშტაბს”
ანდრეა ანიელი აქციონერთა წინაშე წარსდგა:
“დღეს, აქციონერებს მინდა გთხოვოთ, რომ კლუბის ბიუჯეტი 300 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, რადგან განვახორციელოთ ყველა ის ჩანაფიქრი, რაც 2019-დან 2024 წლების პერიოდში გაგვაჩნია. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელიც კლუბს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
მესმის, რომ აპენინური მაშტაბით ეს ციფრები საკმაოდ მაღალია, მაგრამ იუვე დღეისათვის ევროპული გრანდებისკენ მიიწევს.. დიახ, იუვე იტალიაში ყველაზე დიდია, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთია.. ამიტომაც უნდა ვიამაყოთ ტემპებით, რომლითაც წინ მივიწევთ! აუცილებელია დროს ფეხი შესაბამისი სისწრაფით ავუყოლოთ.
ჩვენი მოდელი მკაფიოა და სამი ვალდებულებისგან შედგება – პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ იუვეში დღეისათვის 885 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის დარეგისტრირებული პერსონალი. იტალიაში სხვა კომპანიებს, რომ შევხედოთ ასეთი ციფრი მათთვისაც კი მიუღწეველი რჩება.
ჩვენი პროგრესი უეფას რეიტინგშიც ნათლად ჩანს, სადაც ახლა მეხუთეზე ვიმყოფებით, მაგრამ გვაქვს ჯანსაღი მოლოდინი რომ მეოთხეზე გადავინაცვლებთ. ჩვენ 400 მილიონი ევრო გამოვყავით სხვადასხვა სახის საინვესტიციო პროექტებისთვის. იუვენტუსის ახალი ლოგო მთელს მსოფლიოშია აღიარებული და მან კლუბს კომერციული თუ საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლის საშუალება მიცა.
არაჩვეულებრივი სტრუქტურა შევქმენით ქალთა ფეხბურთის სახით.. გუნდი რომელმაც ორ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა! ასევე პროდუქტიულად ვითარდება 23 წლამდე გუნდის პროცესი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კრიშტიანო რონალდუ მორიგ ოქროს ბურთს მოიპოვებს, რადგან მას ეს ნამდვილად დაიმსახურა! ევროპის მაშტაბით მეოთხე ადგილზე ვართ გულშემატკივრების რაოდენობით. ყველაფერთან ერთად ჰონგ-კონგში ჩვენი ახალი ოფისის, ამ მიმართულებით მეტ დახმარებას გაგვიწევს.
რაოდენ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს, დღეისათვის ჩვენი კომერციული შემოსავალი ეროვნული ტელევიზიის შემოსავალს უსწრებს.. ფეხბურთი როგორც პროდუქტი “ბერდება”, რადგან იმათთვის ხდება საინტერესო ვინც 35-ს გადაცდა.. ციფრულ სამყაროში, კიბერსპორტი ამოდის მაღლა და აუცილებელია ამ მიმართულებით სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.
ციფრული მიმართულება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია.. მსოფლიო მნიშვნელობის შესანარჩუნებლად, იგი ფუნდამენტურ საჭიროებას წარმოადგენს!
საბოლოო მისია უცვლელია! სპორტული ლიდერობის შენარჩუნება, კონსოლიდაცია ეკონომიკური და ფინანსური შედეგების, ასევე სპორტული შედეგების როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში! მიზანი – კაპიტალის გაზრდა და კლუბის მეტად გამაგრება! გვსურს გლობალურად ვფიქრობდეთ და დასახულ მიზნებს ერთიანი მუშაობით მივაღწიოთ.. Fino alla fine!”
აუ ანიელი მბაპე იყიდე რაა და შენ წარბებს დავკიდებ ჩემს ოთახში)))
და გთხოვ ახლა მაინც ნუ იწუწუნებთ ტრასფერებზე
Rogor miyvars chemi juve
Da mec bednieri viqnebi :)))))
Yvelas tavisi tvirti aqvs satarebeli, pianichma 35000 pasi unda gaaketon sezonshi, de lixtma jorjos usminos, sarim mowevas mouklos….. Da mepem oqros burti chaixutos, xo jiom ori titi xshirad miidos saxeze
Ai esaa prezidenti, sagol
Magari kacia andrea.sagol jigaro.
იუვეში 3 ადამიანი მევასება ყველაზე მაგრად , ბუფონი რონალდო და ანიელი … ანიელიც აშკარად იხვეწება , რა პროგრესიცააქ და რა გრანდადაც იქცა ანიელის მოსვლის შემდეგ გუნდი ფაქტი სახეზეა … “პატარა პერესია” ეს შობელძაღლი :დ თუ არ აჯობა მომავალში